ვიზიტი გერმანიასა და ავსტრიაში
 
 
2009 წლის 30 ივნისიდან – 11 ივლისამდე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტები იმყოფებოდნენ ვიზიტით გერმანიისა და ავსტრიის ფსიქოსომატურ და ფსიქიატრიის კლინიკებში, ასევე ფროიდის სახლ-მუზეუმში.

ვიზიტი ხორციელდებოდა სასწავლო პროგრამის ჩარჩოში. სტუდენტებმა გადაიხადეს მხოლოდ თვითღირებულების ნაწილი. 

პროგრამაში ასევე მონაწილეობდნენ სტუდენტები სხვა ქართული უმაღლესი სასწავლებლებიდან.

აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის კონცეფციაში ნათლად არის ჩამოყალიბებული, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც მოემსახურება სტუდენტური დიალოგის გაღრმავებას გერმანულენოვან ქვეყნებსა და საქართველოს შორის, უნივერსიტეტის მხრიდან იქნება ხელშეწყობილი იმ შემთხვევაშიც, თუკი მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ სხვა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

პროექტს ხელძღვანელობს რუსუდან ნიკოლოზიშვილი.

ფოტოგალერეა