თავი 1.ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე დებულება არეგულირებს აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) სასწავლო პროცესს და წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების რეგლამენტს.
1.2. წინამდებარე დებულება ვრცელდება უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალზე და სტუდენტებზე, რომლებიც სასწავლო პროცესის თანაბარმნიშვნელოვანი მონაწილენი არიან.
1.3. აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი არის აკადემიური და უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლების ორგანიზაციაზე და დამსაქმებელთა ინტერესებზე ორიენტირებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, რომელიც ამზადებს სპეციალისტებს სამივე საუნივერსიტეტო ხარისხით და შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციით.
1.4. აკადემიური კვალიფიკაციის პროგრამების განხორციელება უზრუნველყოფილია საუნივერსიტეტო ბაზითა და მატერიალური რესურსებით. საგანმანათლებლო პროგრამები მუშავდება ეროვნული დარგობრივი სტანდარტებით, ხოლო ცალკეული პროგრამებისთვის უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპელ კოლეგებთან, შესაბამისი კვალიფიკაციის ერთობლივი დიპლომების გასაცემად.
1.5. დებულებას საფუძვლად უდევს ბოლონიის პროცესის ძირითადი სასტარტო ღირებულებები და მოთხოვნები, საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ”, ასევე უმაღლესი განათლების სფეროში ევროსაბჭოს პოლიტიკის განმსაზღვრელი მასალები, დამუშავებული შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებში და ევროპის უნივერსიტეტთა გაერთიანებაში.
თავი II. სასწავლო პროცესის ორგანიზება
2. სასწავლო პროცესის რეალიზაციის დაგეგმვა
2.1. სასწავლო პროცესის ძირითად მიზანს – სწავლების შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესის რეალიზებას – უნივერსიტეტი ახორციელებს შემდეგი სახით:
– ნერგავს სასწავლო გეგმის მოდულებად განაწილებულ და ევროპული კრედიტის
დაგროვების ტრანსფერის სისტემით აწყობილ კურიკულუმებს;
– ადგენს კომპეტენციების გამომუშავებაზე აგებულ სასწავლო გეგმებს (დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციები);
– ნერგავს სტუდენტთა სწავლის შედეგების შეფასების მრავალკომპონენტიან სისტემას და იყენებს საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების საერთო სისტემას, რომლის შედეგები აისახება თვითშეფასების ანგარიშში;
– უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალისა და მოწვეულ სპეციალისტთა მიერ;
– უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას სათანადო ფინანსური და მატერიალური რესურსებით; უზრუნველყოფს უნივერსიტეტში ხარისხის სისტემის მუდმივ სრულყოფას და მის შესაბამისობაში მოყვანას სწავლა, სწავლება და შეფასების ერთიან ხედვასთან.
2.2. სასწავლო პროცესის სტრუქტურა ექვემდებარება მუდმივ მონიტორინგს, განახლებასა და სრულყოფას, ხოლო სწავლების შინაარსი დაფუძნებულია რიგი საუნივერსიტეტო ღირებულებების შექმნაზე და მათ შემდგომ სრულყოფასა და განვითარებაზე.
2.3. სასწავლო პროცესი აღიარებს აკადემიური თავისუფლების ურყევ ნებას.
3. სასწავლო პროგრამები
3.1. საგანმანათლებლო პროგრამა, მისი სწავლების ორგანიზაცია და აკადემიური მართვა უნივერსიტეტის ძირითადი ფუნქციაა.
3.2. სასწავლო პროცესის მართვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმი. მასში გაწერილია პროგრამის მიზნები, სწავლებისა და სწავლის შედეგები და შესაბამისი კვალიფიკაცია, ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები, შეფასების სიტემა - ფორმები და მეთოდები. აღწერილია პროგრამის განვითარების შესაძლებლობა, ადამიანური და მატერიალური რესურსები, რომლებიც აუცილებელია პროგრამის განხორციელებისათვის. პროგრამა შედგენილია კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის შესაბამისად, აქვს თანმიმდევრული სისტემა, შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსები.
3.3. საგანმანათლებლო პროგრამა, როგორც დოკუმენტი, იქმნება პროგრამის ხელმძღვანელის ან საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელიც შემდგომ განსახილველად წარედგინება ფაკულტეტის საბჭოს.
3.4. ფაკულტეტის საბჭოზე განხილული და დამტკიცებული კურიკულუმი აპრობაციას გადის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის კურიკულუმის განვითარების მონიტორინგის ჯგუფში (კურიკულუმის განვითარებისა და შეფასების ჯგუფი) და დასამტკიცებლად გადაეცემა უნივერსიტეტის სენატს.
3.5. სრულყოფილი საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესში ჩართვას ადასტურებს რექტორი - სათანადო ბრძანების საფუძველზე.
3.6. უმაღლესი პროფესიული და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების წესი შეესაბამება აკადემიური კვალიფიკაციის პროგრამების დამტკიცების ზემოაღნიშნულ პროცედურას.
31. საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლისა და გაუქმების წესი
1. უნივერსიტეტი საკუთარი პროგრამის შეცვლისა ან გაუქმების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სტუდენტს შემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობით.
2. სტუდენტი უფლებამოსილია გადავიდეს უნივერსიტეტის ამავე ან მსგავსი მიმართულების სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე, სწავლა განაგრძოს შეცვლილი პროგრამით ან მოახდინოს მისთვის სასურველი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
3. პროგრამის შევცვლის შემთხვევაში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს თითოეული სტუდენტისათვის შესაბამისობების განსაზღვრას არსებული პროგრამის ფარგლებში გავლილი და ახალი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინებს შორის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტისათვის ქმნის შესაძლებლობას ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის გატარების შესახებ.
4. შეცვლილი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სტუდენტთან შეთანხმებით დგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.
5. დამატებით სემესტრში ინდივიდუალური გეგმით სწავლებისას სტუდენტი გათავისუფლებულია სწავლის გადასახადისგან.
6. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს სურვილი აქვს სწავლა განაგრძოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პროგრამის მილევად რეჟიმში სწავლებას, ყველა მსურველის გადაყვანის პროცესის დასრულებამდე.
4. სასწავლო პროცესის განმახორციელებელი მართვის ორგანოები:
4.1. უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების სწავლების და სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობის ორგანიზება ხდება დაწესებულების ძირითად სტრუქტურულ ერთეულებზე - ფაკულტეტებზე.
4.2. ფაკულტეტებზე სასწავლო პროცესის მართვას და სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას კორდინაციას უწევს ფაკულტეტის დეკანი, რომელიც ახორციელებს ფაკულტეტის საბჭოსა და უნივერსიტეტის ზემდგომი ორგანოების მიერ დადგენილ შიდამარეგულირებელი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
4.3. ფაკულტეტი განსაზღვრავს სასწავლო პროცესის მართვის და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობისთვის განკუთვნილ საკითხებს და ადგენს საგანმანათლებლო პროგრამების და კვლევითი საქმიანობის განხორციელების ეფექტურ და ყველაზე მისაღებ ფორმებს. კერძოდ, ფაკულტეტის დეკანი:
· უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო–სამეცნიერო საქმიანობის ეფექტურად მიმდინარეობას;
· ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, სასწავლო პროგრამებს და სამეცნიერო–კვლევით და პროექტებს გრანტების მოსაპოვებლად.
· შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას, აგრეთვე, ფაკულტეტების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
· თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია უნივერსიტეტის სენატისა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულებაზე;
· თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ფაკულტეტის ინდივიდუალურ–სამართლებრივ აქტებს და ხელმძღვანელობს საქმისწარმოებას ფაკულტეტზე;
· თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
· წარმოადგენს ფაკულტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
· მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დებს სასწავლო და შრომით ხელშეკრულებებს;
· შეიმუშავებს და ადგენს გარკვეულ წესებსა და პირობებს, რომლის საფუძველზეც ხდება სტუდენტის მიერ ყოველი ახალი დონის დაძლევის უზრუნველყოფა;
· ადგენს და უნივერსიტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას და მისაღები გამოცდებისთვის კოეფიციენტების დადგენას.
· სასწავლო პროცესის მენეჯრთან ერთად აწარმოებს სასწავლო დოკუმენტაციას, ორგანიზაციას უწევს სწავლის, სწავლებისა და შეფასების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას;
· ადგენს ფაკულტეტზე სტუდენტთა ჩარიცხვის, მობილობის, აკადემიური რეგისტრაციის, ამორიცხვის და ა.შ. პირობებს, ახალ დონეზე გადასვლის წინაპირობებს.
· ახორციელებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4.4. ფაკულტეტზე მართვას დეკანთან ერთად ახორციელებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ან/და სასწავლო პროცესის მენეჯერის ოფისი.
ა) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, ფაკულტეტის სტრუქტურის გათვალისწინებით და სტუდენტთა რიცხოვნობიდან გამომდინარე, მუშაობს ერთი ან რამდენიმე მენეჯერი, რომლებიც ახორციელებენ ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი პროცესის მონიტორინგს და მუდმივ შეფასებას; მონაწილეობენ უნივერსიტეტის ხარისხის მართვის ერთიანი სისტემის ეფექტურად და გეგმაზომიერად წარმართვაში;
ბ) სასწავლო პროცესის მენეჯერის ოფისი ახორციელებს ფაკულტეტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას და იმპლემენტაციას. მისი (შემდგომში – სპმ ) უშუალო ფუნქციაა:
– უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების, რექტორის ბრძანებების, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის რეკომენდაციების შესრულება და კონტროლი;
– სპმ ანგარიშვალდებულია შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს და პროგრამის ხელმძღვანელის მიმართ. ამ მიზნით, იგი ყოველი სემესტრის/ტრიმესტრის დასრულებისთანავე ადგენს ანგარიშს, რომელიც წარედგინება პროგრამის ლიდერებს;
სასწავლო პროცესის მენეჯერი ასრულებს შემდეგ საქმიანობას:
1. ყოველი სემესტრის დასაწყისში სასწავლო ცხრილების შედგენა;
2. სტუდენტური საქაღალდის შექმნა და მოწესრიგება, მასში ახალი ინფორმაციების შეტანის მიზნით.
3. სტუდენტთა რეესტრის მომსახურება.
4. პროფესორის საქაღალდის შექმნა და მოწესრიგება მასში ახალი ინფორმაციის შეტანის მიზნით.
5. პროფესორის რეესტრის მომსახურება.
6. სასწავლო პროგრამის ლიდერისაგან სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება (კურიკულუმი, სილაბუსები).
7. საგამოცდო ცენტრის მიერ საგამოცდო ცხრილების სტუდენტებისთვის და პროფესორ –მასწავლებლებისათვის მიწოდება, ვებ გვერდზე განთავსება.
8. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ – სამართლებრივი აქტების მიწოდება და გაცნობა სტუდენტებისა და პროფესორ – მასწავლებლებისათვის.
9. სასწავლო პროცესის მართვისთვის აუცილებელი და დამტკიცებული დოკუმენტაციის ფორმების შექმნა, მათში ცვლილებების შეტანა, ანალიზი.
10. ჟურნალების შემოწმება და სტუდენტთა და პროფესორთა გაცდენების ანალიზი. მოპოვებული ინფორმაციის მიწოდება პროგრამის ლიდერისათვის.
11. პროფესორ–მასწავლებელთა მხრიდან ჩატარებული სალექციო და პრაქტიკული საათების (მათ შორის პრაქტიკის) მონიტორინგი.
12. პროფესორ – მასწავლებელთა დატვირთვის ბარათების შექმნა;
13. პროფესორ–მასწავლებელთა სემესტრული დატვირთვის გადაცემა უნივერსიტეტის ფინანსური ადმინისტრაციისათვის, სახელფასო დარიცხვების მიზნით.
14. საგამოცდო ცენტრის მიერ მოწოდებული შუალედური და ფინალური გამოცდების შედეგების, ქულების გადატანა სტუდენტთა პირად საქმეებში და აკადემიური მოსწრების ბარათებში.
15. სტუდენტთა და პროფესორთა ინფორმირება ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესის თაობაზე.
16. პროგრამული მიმართულების მიხედვით მოწვეული საბჭოების დღის წესრიგების დარიგება საბჭოს წევრებისათვის და საბჭოს ოქმის შედგენა;
17. ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ვებ გვერდის მენეჯერისთვის გადაცემა;
5. აკადემიური პერსონალი
5.1. სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნიდან გამომდინარე, აკადემიური პერსონალი:
· სასწავლო პროცესს განახორციელებს უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;
• დარგის ან მეცნიერების შესაბამის სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და პროგრესის კვალდაკვალ, პერიოდულად აახლებს სასწავლო კურსის თემატიკას და სტრუქტურას, სრულყოფს მისი წარმართვის მეთოდიკას;
• სათანადო ნორმატიული აქტების შესაბამისად, სამართლიანად და ობიექტურად აფასებს სტუდენტის ცოდნას;
• ხელს უწყობს გამჭვირვალე აკადემიური გარემოს ფორმირებას; შეიმუშავებს და ნერგავს სწავლებისა და შეფასების ახალ მეთოდებს;
• აწვდის სტუდენტს ამომწურავ ინფორმაციას სასწავლო კურსისა და შეფასების სისტემის შესახებ;
• უწევს მას ინტელექტუალურ და აკადემიურ ხელმძღვანელობას.
5.2. უნივერსიეტტის აკადემიური პერსონალი იკავებს უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებს ღია კონკურსის წესით.
5.3. აკადემიური თანამდებობაზე სრული პროფესორი ინიშნება საგანმანათლებლო პროგრამის პერიოდის ამოწურვამდე (მინიმუ 4 წელი), ასოცირებული და ასისტენტ პროფესორი – 3 წელი. ყოველ წელს პროფესორთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება, რომელშიც გაწერილია თითოეულ სემესტრში დაგეგმილი დატვირთვის ზუსტი ოდენობა – საკონტაქტო საათების, სამეცნიერო–კვლევითი ან/და ადმინისტრაციული საქმიანობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის წესით არჩეულ პროფესორს რომელიმე სემესტრში სასწავლო დატვირთვა არ ექნა, მას შეუძლია შეინარჩუნოს სამეცნიერო–კვლევითი ან ადმინისტრაციული ფუნქციები.
6. სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობა
6.1. სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობით უნივერსიტეტში დაკავებულია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, მეცნიერი მუშაკი, მოწვეული პირი, სტუდენტი.
6.2. სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობა უშუალოდ ხორციელდება ფაკულტეტებზე, საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საუნივერსიტეტო დონეზე; ფაკულტეტებთან არსებულ კვლევით ინსტიტუტებსა და სამეცნიერო ცენტრებში.
6.3. სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის დაფინანსების ფორმებია:
ა) შიდასაუნივერსიტეტო გრანტი;
ბ)გარე საუნივერსიტეტო დაფინანსება (კვლევითი ან/და სასწავლო მიზნებისათვის განსაზღვრული გრანტი)
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გეგმიური სასწავლო–კვლევითი საქმიანობისთვის განსაზღვრული და შრომით ხელშეკრულებაში ასახული სახელფასო დარიცხვა;
6.4. სამეცნიერო–კვლევითი საქმინობისთვის გამოყოფილი თანხა ასახულია უნივერსიტეტის ბიუჯეტში.
7. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
7.1. სწავლებისა და სტუდენტთა მიღწევების შეფასების პროცესზე მუდმივი მონიტორინგის პირობებში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:
· ატარებს კონსულტაციებს და ორგანიზებას უწევს ტრეინინგებსა და სემინარებს აკადემიური და პედაგოგიური პერსონალისათვის სწავლების თანამედროვე მეთოდების და შეფასების სისტემების დანერგვვასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
· ახდენს სამეცნიერო და სასწავლო პროცესის ყოველსემესტრულ შეფასებას და აქვეყნებს შედეგებს;
· აფასებს საგანმანათლებლო პროგრამებს და ამზადებს რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესების მიზნით;
· უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურთან ერთად მონაწილეობს საერთაშორისო საქმიანობის გასაფართოვებლად და სამეცნიერო და სასწავლო კონტაქტების გასაღრმავებლად;
· მონაწილეობს და პასუხისმგებელია უნივერსიტეტის აკრედიტაციის პროცესის ჯეროვნად ჩატარებაზე, თვითშეფასების კითხვარის მომზადებაზე.
8. საგამოცდო ცენტრი
8.1. აიბი ევრო-კავკასიურ უნივერსიტეტში ყველა დონისა და დანიშნულების გამოცდის მეთოდურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საგამოცდო ცენტრი, რომლის მიზანია:
· გამოცდების ორგანიზება და მართვა;
· უწყისების და სხვა სახის დოკუმენტაციის შექმნა და უნივერსიტეტის სენატზე დასამტკიცებლად წარდგინება;
· გამოცდების ეფექტიანობის, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
· გამოცდების მეთოდური და ორგანიზაციული სისტემის მუდმივი განვითარება;
8.2. საგამოცდო ცენტრი ამზადებს საგამოცდო მასალებს, ადგენს უწყისების ფორმებს და სხვა სახის აუცილებელ დოკუმენტაციას საჭირო რაოდენობით, ფაკულტეტებთან შეთანხმებით განსაზღვრავს გამოცდის ჩატარების თარიღს და დროს;
8.3. საგამოცდო მასალების გამჟღავნება დაუშვებელია. მასალების გავრცელებაში შემჩნეული სტუდენტი დაუყოვნებლად გაირიცხება უნივერსიტეტიდან, ხოლო პროფესორს ან კომისიის წევრს შეუწყდება შრომითი ხელშეკრულება და გამოცდების შედეგები ცნობილი იქნება ბათილად;
8.4. გამოცდას ატარებს და წერილობით სამუშაოს ასწორებს სასწავლო კურსის ლიდერი. გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია კომისიის შექმნა. ამ შემთხვევაში, გარდა კომისიის წევრებისა, სხვა პირთა დაშვების საკითხს წყვეტს კომისიის თავმჯდომარე. სასწავლო კურსის პროფესორი უფლებამოსილია, ხოლო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია დაესწროს გამოცდას;
8.5. დამატებითი გამოცდაზე მოქმედებს იგივე წესები, იმ გამონაკლისით, რომ არაა აუცილებელი, დამატებითი გამოცდა ჩაიბაროს იგივე პედაგოგმა, ვინც წაიკითხა კურსი. დამატებითი გამოცდის ჩასაბარებლად საგამოცდო ცენტრი თავად ადგენს, ვის უნდა ჩააბაროს სტუდენტმა გამოცდა.
8.6. გამოცდის შედეგებს კომისია აფორმებს ოქმით და ერთი კვირის ვადაში განათავსებს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, ასევე ერთ ეგზემპლიარს გადასცემს პროფესორს;
8.7. გამოცდის ჩატარების, გამოცდაზე ქცევისა და შედეგების გაპროტესტების წესი განისაზღვრება საგამოცდო ცენტრის დებულებით.
9. სასწავლო პროცესის ეტაპები
9.1 სწავლება არის სემესტრული (ორი სემესტრი), ერთი სემესტრის ხანგრძლივობა შეადგენს - 15 სასწავლო და 3 სასესიო კვირას დამატებითი გამოცდებისთვის.
9.2. 15 სასწავლო კვირა ეთმობა სემესტრული გრაფიკით გათვალისწინებული მეცადინეობებისა და შუასემესტრული ტესტირებების ჩატარებას, ხოლო 3 სასესიო კვირა მე-16, მე-17, მე-18 აკადემიური დავალიანებების აღმოფხვრას.
9.3. ყოველი წლის 31–ე 32–ე, 33–ე, 34–ე, 35–ე, 36–ე, 37–ე და 38–ე კვირა დათმობილი აქვს სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობის შედეგების ღია პრეზენტაციას, სემინარებსა და კონფერენციებს, დამოუკიდებელ მუშაობას, სასწავლო–კვლევით პრაქტიკას და სხვა სახის აკადემიურ საქმინობას.
9.4. სწავლება წარიმართება სხვადასხვა მეთოდოლოგიითა და ფორმათა მრავალფეროვნებით, ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდთა მონაცვლეობით, თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვით ლექცია–სემინარების, პრაქტიკული მეცადნეობების ჩატარების დროს.
9.5. თითოეული სასწავლო კურსი, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს სწავლების ერთ ან რამდენიმე ფორმის მონაცვლეობას; ყველა ეს ფორმა და არჩევანი აისახება სასწავლო კურსის ჩატარების გეგმაში, სილაბუსში, რომელიც აკადემიური თავისუფლების პირობებში, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სრულ შესატყვისობაში აქცევს თანამედროვე საუნივერსიტეტო განათლების მოთხოვნებს.
10. სტუდენტთა მიღწევების შეფასება
10.1. სტუდენტის სემესტრის განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით ითვალისწინებს:
• მისი დამოუკიდებელი მუშაობის შეფასებას;
• შუა სემესტრულ რეიტინგულ შეფასებას;
• სემესტრის დასკვნითი გამოცდის შეფასებას.
10.2. სტუდენტის ცოდნის შეფასებისათვის გამოიყენება როგორც წერილობითი ფორმა (კითხვარი, ტესტი, ესე, რეფერატი, საკურსო, სადიპლომო და სხვ.), ასევე ზეპირი გამოკითხვა, დებატები, პრეზენტაცია, ჯგუფური და ინდივიდუალური პროექტი და ა.შ. არსებობს შერეული ფორმაც – პორტფელიო, პროექტის პრეზენტაცია, კონფერენცია და სხვ.
10.3. შეფასების კომპონენტებია – შუალედური და ფინალური გამოცდა. თითოეული მათგანი ფასდება 100%-ით და უტოლდება 100 ქულას.
სტუდენტთა რანჟირება (შეფასება) მათი მიღწევების მიხედვით განისაზღვრება შემდეგი
სქემის დადებითი შეფასებებით:
• (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების– 91% და მეტი;
• (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
• (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
• (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;
• (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 %;
სქემის უარყოფითი შეფასებებია:
• (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%;
• (F) ჩაიჭრა -მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები;
10.4. (FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტებს უფლება აქვთ, დამატებით, დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ, ხელახლა გავიდნენ დასკვნით გამოცდაზე.
დამატებითი გამოცდა არ შეიძლება დაინიშნოს უადრეს 15 დღისა და სემესტრში ორჯერ. იგივე წესი მოქმედებს სტუდენტებზე, რომლებიც ვერ გამოცხადდნენ დასკვნით გამოცდებზე.
10.5. დამატებითი გამოცდის ორგანიზება შესაძლებელია ყოველი სემეტრის დამთავრებისთანავე, არდადეგების პერიოდში, მე–16, მე–17 და მე–18 კვირების მანძილზე, ან/და საზაფხულო არდადეგების პერიოდში 38 სასწავლო კვირის დასრულებისთანავე – 39–ე და მე–40 კვირაში. სასავლო საფეხურის მანძილზე დამატებითი გამოცდების ხარჯებს სტუდენტი არ ანაზღაურებს.
10.6. განმეორებითი დასკვნითი გამოცდა შეიძლება დაინიშნოს ერთხელ და ამ გამოცდაზე შეფასება FX - აღარ იწერება.
10.7. განმეორებითი დასკვნითი გამოცდის ჩაუბარებლობის ან განმეორებით გამოცდაზე არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღება გულისხმობს, რომ იგივე სასწავლო კურსს სტუდენტი ვეღარ გაივლის ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. რაც ავტომატურად ნიშნავს სტუდენტის მხრიდან უნივერსიტეტის მიერ ერთი კრედიტისთვის დაწესებული თანხის გადახდას იმ სასწავლო წლის ნიხრით, რომელშიც აპირებს სტუდენტი სასწავლო კურსის ჩაბარებას.
10.8. (F) ჩაიჭრა - უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტები ვალდებულნი არიან სასწავლო კურსი ხელახლა გაიარონ.
11. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემა და შემადგენელი კომპონენტები
11.1. სტუდენტთა მიღწევების შეფასება უწყვეტი და სწავლების სრული ციკლის თანამდევი პროცესია. სწავლების ყველა საფეხურის სტუდენტისთვის შეფასება მიმდინარეობს მთელი სასწავლო წლის/სემესტრის მანძილზე. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუასემესტრული დასკვნითი/ფინალური გამოცდ(ებ)ის დადებითი შედეგების ჯამს. დასკვნითი გამოცდის შესაბამისი ქულათა რაოდენობა არის 40. თუ სტუდენტი ვერ აგროვებს ფინალურ გამოცდაზე 51 ქულას ან მეტს, ამ დასკვნითი გამოცდის ქულა ანულირდება ხელმეორედ დასკვნით გამოცდაზე გასვლის დროს. დანარჩენი 60 ქულა სტუდენტმა უნდა მოაგროვოს სემესტრული შეფასებების დროს.
11.2. შეფასების სისტემა არის მრავალკომპონენტიანი, 100 ქულიანი და იგი ევროპული კრედიტის დაგროვების ტრანსფერის სისტემის ძირითადი არსია, როგორც პროცესის უწყვეტობის, მყარი ცოდნის, სწავლის და ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებზე ორიენტირებული ცოდნის მიღების ძირითადი ინსტრუმენტი.
11.3. უნივერსიტეტში აღიარებული აკადემიური თავისუფლების პირობებში უნივერსიტეტის პროფესორს თავად აქვს უფლება, განსაზღვროს შუალედური და ფინალური გამოცდის ჩატარების დრო/ვადები და ასევ შუალედური გამოცდების რაოდენობა სემესტრის მანძილზე, რაც უნდა აისახოს წარმოდგენილ სილაბუსში. სემესტრული გათვლისათვის უნივერსიტეტი ადგენს მხოლოდ მინიმალურ სტანდარს.
11.4. მიმდინარე სემესტრული შეფასებების მინიმალური საუნივერსიტეტო მოთხოვნა მოიცავს სულ ცოტა – ორ შუალედურ გამოცდას წერითი ან/და ზეპირი ფორმებით, რასაც, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ემატება 12 ყოველკვირეული შეფასება ქვიზების, დებატების, საშინაო დავალების, უეცარი გამოცდის, გამოცდის – გადაშლილი წიგნით, მყისიერი გამოცდისა და სხვა ფორმების გამოყენებით.
შუალედური შეფასება, ყოველკვირეული გამოკითხვის შედეგები, ფინალური გამოცდა აისახება უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის მიერ შედგენილ უწყისებში.
თუ პროფესორის, მოდულის ლიდერის მიერ არ არის განსაზღვრული გამოცდის სპეციფიკური ფორმები და კომპონენტები, მაშინ მას შეუძლია სილაბუსში ასახოს უნივერსიტეტის მინიმალური მოთხოვნა შემდეგი სტანდარტით:
· ყოველკვირეული ჯამური (სემესტრული) მაქსიმალური შეფასება არის 15 ქულა (1 X 12 კვირა + აქტიური დასწრების 3 ქულა);
· პირველი შუალედური გამოცდა ტარდება სემესტრის მე-5 კვირას და მაქსიმალური შეფასებაა - 20 ქულა;
· მეორე შუალედური გამოცდა ტარდება სემესტრის მე-10 კვირას და მაქსიმალური შეფასებაა - 25 ქულა;
სამაგისტრატურო და სადოქტორო საფეხურისთვის ამგვარი სტანდარტი ითვალისიწნებს შუასემესტრული შეფასებებს ორი შუალედური გამოცდის სახით:
· პირველი შუალედური გამოცდის მაქსიმალური შეფასება – 30 ქულა;
· მეორე შუალედური გამოცდის მაქსიმალური შეფასება – 30 ქულა;
11.3. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც მიმდინარე სემესტრული შეფასებების (ყოველკვირეული შეფასებების და შუალედური გამოცდების) ჯამში დაგროვებული აქვს მინიმუმ 11 და მეტი ქულა, ამასთან შესრულებული აქვს სილაბუსით განსაზღვრული სამუშაოების მინიმუმი (პორტფოლიო, კვიზი, ესე, საშინაო დავალება/პრაქტიკული/საკურსო და ა.შ.)
11.4. შუალედური გამოცდები, ძირითადად, ტარდება წერილობითი ფორმით. საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება სილაბუსში აისახოს სხვა ფორმებიც (ესე, კაზუსი, სიტუაციური ამოცანა, თეზისების წარმოდგენა და ჯგუფური მსჯელობა და სხვ.)
11.5. შუასემესტრული შუალედური და ყოველკვირეული გამოცდების აღდგენა ან გადაბარება შესაძლებელი არ არის. შუალედური გამოცდა, ისევე როგორც ყოველკვირეული შეფასება, სილაბუსით გათვალისწინებულ ვადებში ან დროულად ტარდება და სწორედ ამ შემთხვევაში იძლევა შედეგს, ან – არა. წინააღმდეგ შემთხვევაში დარღვეული იქნება უწყვეტობის პრინციპი სწავლის, სწავლებისა და შეაფსების ტრიადაში. სასესიო პერიოდში მე–16, მე–17, მე-18 და 39–ე და მე–40 კვირას სტუდენტს უფლება აქვს გადააბაროს მხოლოდ ფინალური გამოცდა.
11.6. სტუდენტის მიერ შუასემესტრულ კომპონენტებში მიღებული შეფასებები ძალაში რჩება მხოლოდ მიმდინარე სემესტრის განმავლობაში, დამატებითი ფინალური გამოცდების დასრულებამდე. მომდევნო სემესტრში ან კურსის თავიდან გავლის შემთხვევაში იმავე კურსის თავდაპირველი სწავლებისას მიღებული შუასემესტრული შეფასებები მხედველობაში აღარ მიიღება.
11.7. დასკვნითი გამოცდა ტარდება კურსის დასრულებისას, მე-15 და 30–ე კვირას წერითი ან/და ზეპირი ფორმით და ფასდება 40 ქულით.
11.8. დასკვნითი გამოცდის გადაბარება შესაძლებელია მხოლოდ სასესიო კვირებში.
11.9. 100 ქულა წარმოადგენს სტუდენტის მაქსიმალურ საბოლოო შეფასებას. სტუდენტის მიერ 100-დან 51 ქულის დაგროვების შემთხვევაში საგანი ჩაბარებულად ითვლება. 41-დან 50 ქულამდე დაგროვების შემთხვევაში სტუდენტს ეძლევა დასკვნით გამოცდაზე კიდევ ერთხელ გასვლის უფლება კურსის გამეორების გარეშე. 40 ქულაზე ნაკლების დაგროვების შემთხვევაში სტუდენტმა უნდა გაიმეოროს კურსი.
11.10. თითოეულ დისციპლინაში შუასემესტრული კომპონენტებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების სისტემა შედგენილი და საგნის სილაბუსში დეტალურად გაწერილია წამყვანი პროფესორის, პროგრამის ლიდერის მიერ.
11.11. დაუშვებელია სტუდენტისათვის ერთ დღეს, ერთზე მეტ დისციპლინაში საბოლოო გამოცდის ჩატარება.
12. სასწავლო კურსის თავიდან გავლა
12.1. F შეფასების მქონე სტუდენტს, ან/და სტუდენტს რომელსაც სურს შეცვალოს მიღებული შეფასება, შეუძლია სასწავლო კურსი გაიაროს თავიდან.
12.2. ერთი სასწავლო ციკლის მანძილზე სასწავლო კურსის ნებისმიერი მიზეზით თავიდან გავლის ხარჯებს სტუდენტი არ ანაზღაურებს. საგანმანათლებლო საფეხურის ვადის ამოწურვის შემდგომ სტუდენტმა ნებისმიერი მომსახურებისთვის უნდა გადაიხადოს იმ სასწავლო წლის ნიხრით გათვალისწინებული გადასახადი, რომელშიც აპირებს სასწავლო პროცესის გახანგრძლივებას.
12. შეფასების საერთო შედეგების ინტერპრეტაცია
12.1. შეფასების საერთო შედეგები, კურსის ხელმძღვანელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. თუ ჯგუფში მიღებული საერთო შედეგი უპირატესად უარყოფითია, ან/და დადებითი (საუკეთესო) და მინიჭებული ქულები იდენტურია, ფაკულტეტის მიერ უნდა გადაიხედოს სილაბუსების სტრუქტურა, შინაარსი, კურსის დონე, სწავლების მეთოდიკა და სხვა.
12.2. შეფასებების თითქმის თანაბარი გადანაწილება პროფესორის მიერ შესრულებული სამუშაოს მაღალ ხარისხსა და შეფასების ობიექტურობაზე მიუთითებს.
13. შეფასებისას გამოყენებული დოკუმენტაციის შენახვა
13.1. სტუდენტთა ცოდნისა და უნარ-ჩვევბის შეფასებისას გამოყენებული დოკუმენტაცია (ტესტები, სტუდენტთა ნაშრომები და სხვა) ინახება უნივერსიტეტში მოცემულ სწავლების საფეხურზე სწავლების მთელი პერიოდისათვის.
13.2. აღნიშნული დოკუმენტები შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება ,,საქმის წარმოების ერთიანი წესების” შესაბამისად, გარდა 13.3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
13.3. დოკუმენტები, რომლებიც გამოირჩევა შესრულების ხარისხით და შესაძლოა გამოყენებულ იქნან სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო ან სხვა მიზნებისათვის, შესაძლოა ინახებოდეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ან არქივში განუსაზღვრელი ვადით, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის საბჭო.
14. საკონტაქტო საათებზე დასწრება
14.1. უნივერსიტეტის მეცადინეობების ცხრილით დადგენილ საკონტაქტო საათებზე დასწრება სავალდებულოა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რასაც ადგენს ფაკულტეტის საბჭო.
14.2. კურსის ხელმძღვანელი ვალდებულია, აღრიცხოს სტუდენტის დასწრება საკონტაქტო საათებზე და შეიტანოს ინფორმაცია სტუდენტის აღრიცხვის ჟურნალში.
14.3. საპატიო მიზეზით ყოველი საათის გაცდენა დადასტურებული უნდა იქნას ოფიციალური, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტით.
14.5. სტუდენტი, რომელიც გააცდენს მაქსიმალური საკონტაქტო საათების 50% ან მეტს, მიუხედავად სემესტრის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგებისა, დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება და ავტომატურად შეფასდება F-ით.
14.6. სტუდენტს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ ესწრება შუალედურ შემოწმებას, ასეთი შემოწმება დასკვნით გამოცდამდე ჩაუტარდება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის მიერ წინასწარ არის ფაკულტეტზე დაფიქსირებული განცხადება იმ საპატიო მიზეზის მითითებით, რომლის გამოც სტუდენტი ვერ ესწრება შუალედურ გამოცდას.
15. სტუდენტის მიერ კრედიტების დაგროვება
15.1. სტუდენტის მიერ კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ შესასრულებელი სამუშაოს წარმატებით დასრულების შემდეგ.
15.2. კრედიტების მიღება/დაგროვების მიზნით სტუდენტი ვალდებულია ჩააბაროს:
• თითოეული სასწავლო კურსის შესაბამისი შუასემესტრული კომპონენტები (სემესტრის განმავლობაში);
• დასკვნითი გამოცდა (სესიების განმავლობაში).
15.3. სტუდენტთა რანჟირება (შეფასება) განისაზღვრება ზემოთ მითითებული შეფასების წესის მიხედვით.
15.4. (FX) – უარყოფითი შეფასების შემთხვევაში სტუდენტს უფლება აქვს, დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ, ხელახლა გავიდეს დასკვნით გამოცდაზე.
15.5. (F) – უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია სასწავლო კურსი ხელახლა გაიაროს თავიდან მომდევნო სასწავლო წლის განმავლობაში.
15.6. სასწავლო კურსის ხელახლა გავლისათვის სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს რექტორს და გადაიხადოს სასწავლო კურსის შესაბამისი ღირებულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი გასცდება სწავლების საფეხურის პერიოდს.
15.7. სასწავლო კურსის ღირებულება გამოითვლება ფორმულით:
Q=C/60*N სადაც C არის საგანმანათლებლო პროგრამის ერთი სასწავლო წლის საფასური; N სასწავლო კურსის კრედიტების რაოდენობა.
15.8. სტუდენტს უფლება აქვს ერთი და იგივე სასწავლო კურსი გაიაროს რამოდენიმეჯერ მითითებული პირობების შესრულების შემთხვევაში და ერთი სასწავლო პერიოდით განსაზღვრულ ვადებში.
15.9. სტუდენტს უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს სწავლების შემდეგ წლებში, თუ მას არ ექნება მიღებული დადებითი შეფასება ერთ ან რამდენიმე სასწავლო კურსში.
15.10. სტუდენტს უფლება აქვს 15.6. პუნქტის პირობების შესრულების შემთხვევაში სწავლა გააგრძელოს საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ, დამატებით ერთი წლის განმავლობაში.
15.11. დამატებითი წლის სწავლის საფასური განისაზღვრება ამ წლის პირველი კურსისათვის დადგენილი ტარიფით.
15.12. სტუდენტი, რომელიც ვერ დააგროვებს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ კრედიტების რაოდენობას 15.9 პუნქტით მითითებულ ვადებში, ამოირიცხება სტუდენტთა კონტიგენტიდან და მიიღებს შესაბამის დოკუმენტს (ცნობას ათვისებული კურსების, შესაბაბისად კრედიტების შესახებ).
15.13. სტუდენტის მიერ თითოეულ სემესტრში დაგროვილი კრედიტების რაოდენობა აღიწერება სტუდენტის სასწავლო ბარათში, რომელიც ინახება მის პირად საქმეში.
16. სტუდენტის სასწავლო ხელშეკრულება
16.1 სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან გააფორმოს სასწავლო ხელშეკრულება:
• სწავლების პირველი სასწავლო წლის დაწყებამდე, არაუგვიანეს ორი კვირის შემდგომ აკადემიური სემსტრის დაწყებიდან და პირველი კვირის ბოლოს, თუ სასწავლო პროგრამა მოიცავს არჩევით სასწავლო კურსებს;
• ყოველი სასწავლო წლის დასასრულს მომდევნო სასწავლო წლისთვის;
სტუდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს:
• გამოცხადებულ ვადაში შეავსოს ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის განაცხადი;
• წარმოადგინოს სწავლების საფასურის გადახდის ქვითარი;
• სტუდენტი, რომელიც დათქმულ ვადაში არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას, სასწავლო სემესტრზე არ დაიშვება მორიგ ადმინისტრაციულ რეგისტრაციამდე;
• შემდეგი სემესტრის არჩევითი კურსებისათვის სტუდენტი გადის აკადემიურ რეგისტრაციას იმავე პირობების დაცვით;
• ადმინისტრაციული ან აკადემიური რეგისტრაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში სტუდენტის მიმართ შეღავათი გათვალისწინებული არ იქნება;
• სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ სტუდენტმა ერთხელ მაინც გამოიყენა გადავადების შეღავათიანი რეჟიმი, მის მიმართ ახალი შეღავათის დაშვება განსაზღვრული არ არის და იგი ამოირიცხება უნივერსიტეტის სტუდენტთა სიითი შემადგენლობიდან.
• უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ აბრუნებს სტუდენტის მიერ რეგისტრაციის პროცესში გადახდილი სწავლების საფასურს იმ შემთხვევაშიც, თუკი სტუდენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით არ გამოიყენა უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო მომსახურება.
• გამონაკლის შემთხვევაში, რეგისტრაციის პროცესში გადახდილი თანხის საფასურის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნების საკითხს წყვეტს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რაც ფორმდება შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.
16.2. სასწავლო ხელშეკრულება შევსებული და ხელმოწერილი უნდა იქნას უშუალოდ სტუდენტის მიერ;
16.3. სასწავლო ხელშეკრულებას უნივერსიტეტის სახელით, მეორეს მხრიდან, ხელს აწერს ფაკულტეტის დეკანი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
16.3. სასწავლო ხელშეკრულება ფორმდება ორ ეგზემპლარად, ერთი რჩება შემდგენელთან, ხოლო მეორე – ბარდება სასწავლო პროცესის მენეჯერს და ინახება სტუდენტის პირად საქმეში.
16.4. სტუდენტის მიერ არჩეული სასწავლო კურსების შესაბამისი კრედიტების ჯამი თითოეულ სემესტრში უნდა იყოს 30-ის ან 35 ტოლი, ხოლო წლის განმავლობაში არაუმეტეს 75 კრედიტისა;
16.5. სასწავლო ხელშეკრულებაში სტუდენტმა უნდა მიუთითოს:
• გვარი, სახელი, მამის სახელი;
• აკადემიური სწავლების წელი;
• საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება;
• სასწავლო კურსის დასახელება და კრედიტების რაოდენობა.
16.6. სტუდენტი სასწავლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვალდებულია გაიაროს არჩეული კურიკულუმით გათვალისწინებული საგანი.
16.7. სასწავლო ხელშეკრულების შეცვლა სასწავლო წლის განმავლობაში დაუშვებელია.
16.8. სასწავლო ხელშეკრულების ნუმუში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან ყოველწლიურად ექვემდებარება გადახედვას.
17. სწავლების საფასურის გადავადების შეღავათიანი პირობები
17.1. სწავლების საფასურის გადახდის გადავადებას ექვემდებარება სტუდენტთა ის კონტიგენტი, რომელთა ოჯახები მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ ფენას, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ოჯახის მარჩენალის შვილები, უმარჩენლოდ დარჩენილი მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სტუდენტობის პერიოდში დაოჯახებული ბავშვის (ბავშვების) აღმზრდელი წყვილები, წარმატებული აკადემიური მოსწრების ან/და იშვიათი შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული სტუდენტები.
17.2. ზემოაღნიშნულ პირთათვის სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით შეღავათები შეიძლება დაწესდეს აკადემიური რეგისტრაციით დადგენილ ვადაში.
თავი III. საგანმანათლებლო პროგრამების საუნივერსიტეტო (აკადენიური ხარისხი) დონეები
18. ბაკალავრიატი
18.1. ბაკალავრიატი არის უმაღლესი განათლების პირველი საფეხური, პირველი დონე, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა დამთავრებულად ანუ სტუდენტის მიერ ათვისებულად ჩაითვლება, თუ სტუდენტი დააგროვებს არანაკლებ 240 (ECTS) კრედიტს.
18.2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დიპლომი დანართით და სტუდენტს მიენიჭება ბაკალავრის ხარისხი.
19. საბაკალავრო პროგრამა
19.1. საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს:
• სტუდენტის ზოგად კომპეტენციას და მის მიერ ერთი კონკრეტული სფეროს ან ინტერდისციპლინური ცოდნის საფუძვლიან ათვისებას;
• სწავლების უწყვეტობას, მისი გაგრძელების შესაძლებლობას შემდგომ დონეზე;
• სტუდენტის შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს მონაწილეობა სასწავლო პროცესის მართვაში და მოახდინოს კომბინირება შემოთავაზებული ძირითად (major) და დამხმარე (minor) პროგრამების პრინციპით (ეს არ ეხება რეგულირებად სპეციალობებს).
19.2.ძირითადი პროგრამა არის ფაკულტეტზე წამყვანი სასწავლო პროგრამა. ამგვარი ხასიათის პროგრამებისაგან ყალიბდება ფაკულტეტის პროფილი, მიზანი და, ზოგადად, კონცეფცია;
• ძირითადი პროგრამა (major) მოცულობით უნდა შეადგენდეს – მინიმუმ, 120 კრედიტს;
• საუნივერსიტეტო ზოგადი სასწავლო კურსების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 60 კრედიტს;
· დამატებითი (minor) საგანმანათლებლო პროგრამა (აკადემიური ხარისხის გარეშე) უნდა შეადგენდეს მინიმუმ 60 კრედიტს.
ყველა სპეციალობის სტუდენტებისთვის (გარდა რეგულირებად სპეციალობებისა) სწავლების პირველი წელი იწყება ერთიანი საუნივერსიტეტო ზოგადი მოდულის სწავლებით, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს სწავლების მეორე წელსაც მაგრამ არაუმეტეს 20% -სა.
20. საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობები
20.1.ბაკალავრიატში მისაღები კონტიგენტის რაოდენობას ფაკულტეტებისა და სპეციალობების მიხედვით, განსაზღვრავს შესაბამისი ფაკულტეტი. ხარისხის მართვის სამსახურის ვიზირების საფუძველზე, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, დოკუმენტს ამტკიცებს აკადემიური საბჭო და ფორმდება რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
20.2. ბაკალავრიატში ჩარიცხვა ხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი აბიტურიენტთა სიების საფუძველზე, რომლებმაც ეროვნული გამოცდების შედეგად უფლება მოიპოვეს, ისწავლონ აიბი ევრო-კავკასიურ უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) პროგრამით.
20.3. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უნივერსიტეტში მიღების წესი განსაზღვრულია კანონით ,,უმაღლესი განათლების შესახებ” (მუხლი 52.3. პუნქტი);
20.4. საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა შესაძლებელია მობილობის პროგრამის ფარგლებში.
20.5.სტუდენტთა კონტიგენტის ფორმირებისას, მათ სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ სერთიფიკატი (დედანი);
• განცხადება რექტორის სახელზე;
• საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატის დედანი და ასლი;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• სამხედრო ბილეთი და ასლი (ვაჟებისათვის);
• სწავლების საფასურის გადახდის ქვითარი;
• ოთხი ფერადი ფოტოსურათი 3X4 და მისი ელექტრონული ვერსია კომპაქტ დისკზე;
• ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერი (მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში);
უნივერსიტეტში სტუდენტი ავსებს:
· ადმინისტრაციული რეგისტრაციის განაცხადს;
· ფინანსური ვალდებულებების შესრულების საგარანტიო განაცხადს;
211. პროფესიული (დიპლომირებული სპეციალისტის) საგანმანთლებლო პროგრამა
211.1. უნვიერსიტეტი ახორციელებს პროფესიულ - დიპლომირებული სპეციალისტის სგანმანთლებლო პროგრამას.
211.2. დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება ენიჭება სრული ზოგადი განათლების ან მასთან გათანაბრებული და საქართველოში აღიარებული საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელ პირს.
211.3. დიპლომირენული სპეციალისტის სდგანამანთლებლო პროგრამა მოიცავს 180 კრედიტს.
211.4.დიპლომირებული სპეციალისტის საგნამანთლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკრეტული დარგის სპეციალისტი პრაქტიკული ხასიათის პროფესიული სამქინობისათვის.
211.5. დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტი იძენს როგორც თეორიულ ცოდნას ასევე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს რაც საშუალებას აძლევს სწავლის პროცესში მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკული საქმიანობისათვის.
211.6. დიპლომირებული სეპციალისტის კვალიფიკაციის მინიჭების შემდგომ, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთვევაში, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატის მიერ, ხორციელდება დიპლომირებული სპეციალისტის ფარგლებში დაგროვილი კრედიტების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნებისათვის ჩათვლა.
211.7. დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ბაკალავრიატის სწავლების საფეხურზე აკრედიტებულ რეჟიმში შეიძლება ჩაირიცხოს მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
211.8. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვილი კრედიტები საქართველოს მოქმედი კანონდმებლობის მოთოვნათა გათვალისწინებით, პირს ჩაეთვლება დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის.
21. მაგისტრატურა
21.1. მაგისტრატურა არის უმაღლესი განათლების მეორე საფეხური და წარმოადგენს სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობას.
21.2. მაგისტრატურაში სწავლის მიზნებია:
ა)სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება;
ბ) სპეციალობის შეცვლა;
გ) პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.
21.3. მაგისტრატურა მიზნად ისახავს სამეცნიერო და პედაგოგიური კადრის მომზადებას და მთავრდება სადისერტაციო საბჭოს მიერ მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
22. მაგისტრატურაში სწავლის უფლება
22.1. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებულ დიპლომირებულ სპეციალისტს.
22.2. მაგისტრატურაში სწავლის უფლება შეიძლება მიეცეს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
22.3. მაგისტრატურაში სწავლის უფლება შეიძლება მიეცეს მობილობის წესით სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან ჩარიცხულ სტუდენტებს.
23. მაგისტრატურაში ჩარიცხვის პირობები
23.1. მაგისტრატურაში ჩარიცხვა ხორციელდება უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.
23.2. მაგისტრატურაში მისაღები კონტიგენტის რაოდენობას ფაკულტეტებისა და სპეციალობების მიხედვით, განსაზღვრავს ფაკულტეტი. ხარისხის მართვის სამსახურის ვიზირებით, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, დოკუმენტს ამტკიცებს სენატი და ფორმდება რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
23.3. მაგისტრატურაში ჩარიცხვისათვის სავალდებულოა ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
23.4. სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა შესაძლებელია მობილობის წესით;
23.5 სამაგისტრო პროგრამაზე მიღება შეიძლება გამოცხადდეს წელიწადში ორჯერ: საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრზე.
24. მაგისტრატურაში ჩარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა
24.1. მაგისტრატურაში ჩარიცხვის კანდიდატმა უნივერსიტეტის რექტორის სახელზე უნდა წარადგინოს წერილობითი განაცხადი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს სამაგისტრო პროგრამა. განაცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
• შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატი (დედანი)
• შიდასაუნივერსიტეტო მისაღები საგამოცდო კომისიის ოქმი (საჭიროების შემთხვევაში)
• სამხედრო ბილეთის ასლი (ვაჟებისათვის);
• განმცხადებლის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ
(CV);
• ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული დიპლომირებული სპეციალისტის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
• დიპლომის დანართი, დადგენილი ფორმით, სადაც ნაჩვენები იქნება ბაკალავრიატში სწავლის დროს დაგროვილი კრედიტების რაოდენობა;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• ოთხი ფერადი ფოტო სურათი 3X4 და მისი ელექტრონულ ვერსია კომპაქტ დისკზე;
• ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერი (მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში);
უნივერსიტეტში სტუდენტი ავსებს:
· ადმინისტრაციული რეგისტრაციის განაცხადს;
· ფინანსური ველდებულებების შესრულების საგარანტიო განაცხადს;
25. სამაგისტრო პროგრამა
25.1. სამაგისტრო პროგრამის შემუშავება ხდება:
• ერთი ან რამდენიმე პროფესორის მიერ;
• პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად;
•სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულებასთან ერთად – უნივერსიტეტსა და ამ დაწესებულებას შორის დადებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე.
25.2. სამაგისტრო პროგრამას ხელმძღვანელობს (თანახელმძღვანელობს) უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
25.3. სენატის მოტივირებული გადაწყვეტილებით სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელად შესაძლოა დამტკიცებული იქნეს ასოცირებული პროფესორიც.
25.4. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად საკითხებს:
• პროგრამის დასახელებას. პროგრამის სახელწოდება უნდა ასახავდეს იმ სპეციალობას, რომელშიც მაგისტრანტს აკადემიური ხარისხი მიენიჭება. წარმოდგენილი უნდა იყოს პროგრამის დასახელების ინგლისური თარგმანი;
• მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი. მითითებულ უნდა იქნას მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი, რომელიც უნდა ასახავდეს მაგისტრანტის კვალიფიკაციას. აუცილებლად უნდა იქნას მითითებული ხარისხის ინგლისურენოვანი თარგმანი;
• სამაგისტრო პროგრამის საკვალიფიკაციო დასახელება. მითითებული უნდა იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) მიზანი - მოკლედ უნდა იქნას აღწერილი სამაგისტრო პროგრამის მიზანი;
ბ) შედეგი - მოკლედ უნდა იქნას აღწერილი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულის დარგობრივი კვალიფიკაცია, მისი ცოდნა და კომპეტენცია. მაგისტრის კვალიფიკაცია განისაზღვრება მისი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციებით;
• დასაქმების სფეროები - მითითებულ უნდა იქნას, სად შეეძლება მუშაობა აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს;
• წინაპირობა – არჩეული კვალიფიკაციის მისაღებად ბაკალავრის შესატყვისი კვალიფიკაცია, იმ მიზნით, რომ სწორად დაიგეგმოს სამაგისტრო პროგრამის მოცულობა და შინაარსი (იმ შემთხვევაში, თუ საბაზო განათლება იმავე სფეროდან არ არის, შესაძლებელია სამაგიტრო პროგრამის სტრუქტურაში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, ხოლო პროგრამის მოცულობა გაიზარდოს).
• პროგრამის სტრუქტურა: საგნების ჩამონათვალი მათი კრედიტები და განაწილება სემესტრების მიხედვით. მითითებული უნდა იყოს საგნის სტატუსი - ძირითადი თუ არჩევითი;
• შეფასების სტრუქტურა;
• აკადემიური ხარისხის მინიჭების პირობები;
• ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელზე.
25.5. ყოველი სასწავლო კურსის სილაბუსი წარმოდგენილი უნდა იქნას აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმის მიხედვით.
26. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა
26.1. სამაგიტრო პროგრამის განხორციელება პარტნიორი ორგანიზაციის მონაწილეობით ხორციელდება ამ ორგანიზაციასთან დადებული შეთანხმებით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
26.2. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში პროგრამას შეიძლება ჰყავდეს ორი ხელმძღვანელი.
26.3. აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში განხილვისათვის წარსადგენი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ მოყვანილ ყველა პირობას. ამასთან, უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
• პარტნიორი უნივერსიტეტის დასახელება;
• ხელშეკრულება პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელების თაობაზე (ხელშეკრულებაში ასევე უნდა აღინიშნოს ერთობლივი აკადემიური ხარისხის მინიჭების პირობები, თუ ეს იგეგმება).
• სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ან საკონტაქტო პირი, რომელიც ერთობლივი პროგრამის განხორციელებას კურირებს პარტნიორ უნივერსიტეტში;
• სამაგისტრო პროგრამის სწავლების ენა (უცხოელი პარტნიორების შემთხვევაში);
• სამაგისტრო პროგრამის კომპონენტები, რომლებიც განხორციელდება პარტნიორ უნივერსიტეტში (საგნები, კვლევა, პრაქტიკა, ლექტორების მოწვევა და ა.შ.);
• პარტნიორი უნივერსიტეტის ფინანსური მონაწილეობა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელებისას.
27. სამაგისტრო პროგრამის მოცულობა
27.1. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 (ECTS) კრედიტს. აკადემიური წლის განმავლობაში – საშუალოდ 60 (ECTS) კრედიტს, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა, ხოლო სემესტრში – საშუალოდ 30–35 (ECTS) კრედიტს.
27.2. სამაგისტრო პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან. სასწავლო კომპონენტს დათმობილი აქვს პროგრამის არანაკლებ 60 %, ხოლო კვლევითი კომპონენტს – არანაკლებ 40%.
28. მაგისტრატურაში სწავლის ხანგრძლივობა
28.1. მაგისტრატურაში სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობაა მინიმუმ 2 აკადემიური წელი
(4 სემესტრი).
28.2. იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტი 2 წლის ვადაში ვერ აითვისებს სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სასწავლო კომპონენტს ან მისი სამაგისტრო პროგრამა ინდივიდუალური მოთხოვნის გათვალისწინებით მოითხოვს მეტ დროს, სამაგისტრო პროგრამა შეიძლება გაგრძელდეს 2– 4 წელი.
28.3. სტუდენტის ამორიცხვა სამაგისტრო პროგრამიდან ხდება რამდენიმე მიზეზით:
ა) ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის პირობების დარღვევა;
ბ) ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა;
გ) დისციპლინური ნორმების დარღვევა;
29. მაგისტრატურაში სწავლა
29.1. მაგისტრატურაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი სპეციალიზაციისთვის შედგენილი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე, რომელიც მოიცავს ძირითად და სამაგისტრო თემის შესაბამის არჩევით საგნებს/მოდულებს.
29.2. სამაგისტრო პროგრამისათვის მოქმედებს შეფასების იგივე სისტემა, რომელიც დადგენილია საბაკალავრო პროგრამებით.
29.3 მაგისტრანტის მიერ სათანადო მიმართულებით მიღებული ცოდნის შედეგები საბოლოო ჯამში აისახება მის მიერ, დადგენილი წესით გაფორმებულ სამაგისტრო ნაშრომში.
29.4. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ხორციელდება საჯაროდ, ფაკულტეტის საბჭოს მიერ დანიშნულ საკვალიფიკაციო კომისიის წინაშე.
29.5. სამაგისტრო ხარისხის მინიჭება ხდება მაგისტრანტის მიერ სასწავლო კომპონენტების სრულად ათვისებისა და სამაგისტრო ნაშრომის წარმატებით დაცვის შედეგად.
29.6. მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასურებელ დიპლომს გასცემს აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი.
30. მაგისტრანტის სტატუსის შეწყვეტა
მაგისტრანტს სტატუსი შეუწყდება საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებით აკადემიური პატიოსნების ნორმების (ნაშრომში გაყალბებული მონაცემების გამოყენება ან პლაგიატობა) დარღვევის, აგრეთვე, სამაგისტრო ნაშრომის საქმის წარმოებისას არასწორი მონაცემების წარდგენის შემთხვევაში.
31. დიპლომიის სახეები
31.1. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სრულად ათვისების შემდეგ უნივერსიტეტი გასცემს დიპლომს: დიპლომი ბაკალავრიატისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხით.
31.2. ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ შესაბამისი კვალიფიკაციის ხარისხის დიპლომი გაიცემა იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის მიერ სრულად ათვისებულია 240 (საბაკალავრო დონე) და 120 (სამაგისტრო დონე), ხოლო დიპლომის დანართში ასახულია კვლევითი კომპონენტის უმცირესი 10 % საბაკალავრო დონისათვის და 40 % სამაგისტრო დონისთვის.
31.3. უნივერსიტეტის პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამის კურსდამთავრებული იღებს დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომს შესაბამისი დარგის მითითებით იმ შემთხვევაში, თუკი იგი დააგროვებს 180 კრედიტს და დიპლომის დანართში ასახული იქნება პროგრამის ერთიანი დამასრულებელი გამოცდის შედეგი.
31.4. ყველა სხვა შემთხვევაში უნივერსიტეტი სტუდენტის მოთხოვნისთანავე გასცემს უნივერსიტეტის სერტიფიკატს იმ კრედიტების ჯამური მაჩვენებლით, რომელიც დააგროვა სტუდენტმა სწავლის პერიოდში. ამ შეთხვევაში სერტიფიკატში აისახება გავლილი სასწავლო კურსების ჩამონათვალი და მიღწეული შედეგი.
32. დოქტორანტურა
32.1. დოქტორანტურა არის უმაღლესი განათლების მესამე საფეხური და წარმოადგენს სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობას.
32.2 დოქტორანტურის მიზანია სადოქტორო პროგრამის საფუძველზე დოქტორანტის ინტელექტუალური ზრდა, აკადემიური და კვლევითი რესურსების დაახლოება, სამეცნიერო მუშაობის გააქტიურება და ხარისხის ამაღლება, დოქტორანტის ინტეგრაცია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში.
32.3. დოქტორანტურა მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება სადისერტაციო საბჭოს მიერ დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
33. დოქტორანტურაში სწავლის უფლება
33.1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მქონე პირს.
33.2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიეცეს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
34. დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები
34.1. დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხორციელდება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სადოქტორო პროგრამის ფარგლებში .
34.2 დოქტორანტურაში ჩარიცხვისათვის სავალდებულოა სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელთა ჯგუფის (თანახელმძღვანელთა) რეკომენდაცია
/შუამდგომლობა.
34.3. დოქტორანტობის კანდიდატი, რომლის მშობლიური ენა არ არის ქართული და რომელსაც სურს ქართულენოვან პროგრამაზე სწავლა, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (B2 დონე).
34.4 ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით, უფლებამოსილია თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით დოქტორანტურაში ჩარიცხულ სტუდენტებს განუსაზღვროს სწავლების წელი მის მიერ ათვისებული სასწავლო კრედიტების აღიარების გზით.
35. დოქტორანტურაში ჩარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტთა ნუსხა
35.1. დოქტორანტურაში ჩარიცხვის კანდიდატმა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე უნდა წარადგინოს წერილობითი განაცხადი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს სადოქტორო პროგრამა. განაცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
• მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა/რეკომენდაცია.
• ორი ფოტო სურათი 3X4.
35.2. დოქტორანტურაში ჩარიცხვისას მხედველობაში მიიღება:
• სამაგისტრო ნაშრომის შეფასება;
• გამოქვეყნებული შრომები;
• სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
35.3 დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სადისერტაციო საბჭო, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმით და რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
36. სადოქტორო პროგრამა
36.1. სადოქტორო პროგრამის შემუშავება ხდება უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე, სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტისა ან/და სამეცნიერო ცენტრის ბაზაზე:
• ერთი ან რამდენიმე პროფესორის მიერ;
• პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად;
• სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულებასთან ერთად – უნივერსიტეტსა და ამ დაწესებულებას შორის დადებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე.
36.2. სადოქტორო პროგრამას ხელმძღვანელობს (თანახელმძღვანელობს) უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
36.3. სადისერტაციო საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილებით სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელად შესაძლოა დამტკიცებული იქნეს ასოცირებული პროფესორიც.
36.4. სადოქტორო პროგრამების დამტკიცების წესი რეგულირდება წინამდებარე ინსტრუქციის მე-3 მუხლით დადგენილი პროცედურების თანახმად.
36.5. სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს:
• უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი;
• პარტნიორი სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულებების მეცნიერი;
• სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე მოწვეული სპეციალისტი.
36.6. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს სადოქტორო პროგრამასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები.
37. ერთობლივი დოქტორანტურა პარტნიორ უნივერსიტეტთან/სამეცნიერო კვლევით დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე
37.1. ერთობლივი სადოქტორო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია პარტნიორ უნივერსიტეტთა ან/და სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებთან და ცენტრებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ტიპის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას წინ უძღვის თანამშრომლობის შესახებ მონაწილე სუბიექტების მიერ ერთობლივი დოქტორანტურის განხორციელებაში სამეცნიერო–კვლევითი მიზნების შესასრულებლად დადებული ხელშეკრულება.
37.2. ერთობლივი სადოქტორო პროგრამის ფორმებია:
• ერთობლივი სწავლების ორგანიზება;
• დოქტორანტის თანახელმძღვანელობა;
• ერთობლივი ხარისხის მინიჭება.
378.3. პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში დოქტორანტურაში ჩარიცხვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს დოქტორანტურაში მიღების პირობებს, რომელიც განისაზღვრება ხელშეკრულებით ერთობლივი დოქტორანტურის შესახებ.
37.4. განცხადებას ამ დებულებით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად უნდა დაერთოს პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორის თანხმობა თემის თანახელმძღვანელობაზე.
38. სადოქტორო პროგრამის მოცულობა
38.1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 180 (ECTS) კრედიტს. აკადემიური წლის განმავლობაში – არაუმეტეს 75 (ECTS) კრედიტს, ხოლო სემესტრში – 30 –35 (ECTS) კრედიტს.
38.2. სადოქტორო პროგრამა შეიძლება ორი გზით სტრუქტურირდეს:
ა) სასწავლო და კვლევითი კომპონენტით
ამ შემთხვევაში კრედიტები გადანაწილდება შემდეგი სქემით:
– 60 (ECTS) კრედიტი - სასწავლო მიზნებისათვის, რაც ნიშნავს სპეციფიკური დარგობრივი კურსებისაგან შემდგარ მოდულს და გულისხმობს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის შერჩევით სადისერტაციო თემასთან დაკავშირებული სპეციალური და მომიჯნავე საგნის/საგნების გაღრმავებულ შესწავლას
– მინიმუმ 30 (ECTS) კრედიტი - სასწავლო პრაქტიკა (სემინარი და პედაგოგიური უნარ-ჩვევების შეძენა) ანუ სასწავლო პროფესიული პედაგოგიკური პრაქტიკა, იგულისხმება პროფესორის ასისტენტობა სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის (ხელმძღავანელთა) მიერ შერჩეულ სასწავლო დისციპლინა(ებ)ში;
– 90 (ECTS) კრედიტი - კვლევითი მიზნებისათვის, სადაც პროგრამის სასწავლო კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას და მოიცავს სპეციალიზებული კვლევითი ჩვევების გამომუშავებას ზოგადი კომპეტენციისა და დარგის კვლევის თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, ემპირიული კველევითი ჩვევების გამომუშავების, დასაბუთების ხელოვნების და ახალი ტექნოლოგიების ფლობის კუთხით.
ბ) მხოლოდ კვლევითი სასწავლო პრაქტიკის კომპონენტით, სადაც დოქტორანტთან ხელმძღვანელის ან ხელმძღვანეთა ჯგუფის მუშაობა სადისერტაციო კვლევითი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ძირითადად, ეს დოქტორანტები არიან სერიოზული სამუშაო გამოცდილების მქონე პირები არჩეულ დარგში, რომელთა სასწავლო დროის გახანგრძლივების აუცილებლობა მოხსნილია დღის წესრიგიდან.
38.4. დოქტორანტის მიერ სასწავლო კომპონენტებისათვის გამოყოფილი კრედიტების შესრულებული რაოდენობა სწავლების ყოველი წლის ბოლოს დასტურდება ხელმძღვანელის დასკვნაში.
38.5. კვლევა სადოქტორო ნაშრომის წამყვანი ნაწილია და იგი შეიძლება გაგრძელდეს 3 წელზე მეტ ხანს;
38.6. სადოქტორო დისერტაციის წარმოდგენისა და დაცვის პროცედურას განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო ცალკე დებულებით;
38.7. სადოქტორო დისერტაციის დაცვაზე დაშვების სავალდებულო წინაპირობაა:
· უცხო ენის (რუსული, ინგლისური ან გერმანული) სასერთიფიკატო გამოცდის ჩაბარება C I დონეზე;
· არანაკლებ სამი სამეცნიერო სტატიის პუბლიკაცია უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიერ დამტკიცებულ რეფერირებად გამოცემებში;
· არანაკლებ ორ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა.
38.8 სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ დისერტაციის დაუცველობის შემთხვევაში, დოქტორანტის სტატუსი გაგრძელებულ იქნება მხოლოდ დოქტორანტის ხელმძღვანელის მიერ სადისერტაციო საბჭოსადმი წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნისა და მასზე სადისერტაციო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში. ამ პუნქტით განსაზღვრული პროცედურა უნდა ჩატარდეს ყოველი გაგრძელებული აკადემიური წლისათვის.
39. დოქტორანტურაში სწავლი ხანგრძლივობა
39.1. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობაა 3 აკადემიური წელი (6 სემესტრი).
39.2. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი 3 წლის ვადაში ვერ აითვისებს სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სასწავლო კომპონენტს, მას შეუძლია გააგრძელოს სადოქტორო პროგრამა კიდევ 2 წლით, რაზეც, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებითა და ხელმძღვანელის შუამდგომლობის გათვალისწინებით, გამოიცემა რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.
39.3. ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში დოქტორანტი დამატებული წლებისთვის იხდის დადგენილი საფასურის ნახევარს.
39.4. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი დამატებითი ვადის გასვლის შემდგომ კიდევ ვერ მიაღწევს შედეგს, იგი პროგრამას ვეღარ აგრძელებს და ამოირიცხება. ამორიცხვის შემთხვევაში დოქტორანტი იღებს მიღებული კრედიტების შესაბამის სერტიფიკატს.
40. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი
40.1. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასურებელ დიპლომი გაიცემა აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის ან/და იმ უნივერსიტეტის მიერ, რომელშიც დაცული იქნა დისერტაცია პარტნიორი უნივერსიტეტის მითითებით.
40.2. თუ დისერტაცია დაცულია კვლევით დაწესებულებასთან ერთად, დიპლომის დანართში აღნიშნული იქმნება პარტნიორი დაწესებულება იმ კომპონენტის მითითებით, რომელიც იქნა უზრუნველყოფილი ამ პარტნიორი ინსტიტუციის მიერ.
41. დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა
სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს შეიძლება დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:
• პლაგიატობის ან მონაცემების გაყალბების დადასტურების შემთხვევაში;
• უნივერსიტეტსა და დოქტორანტს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას.
42. დოქტორანტის შეფასება და სადოქტორო დისერტაციის მინიმალური სტანდარტი
42.1. სადოქტორო პროგრამა გულისხმობს დოქტორანტის შეფასების განსაკუთრებულ წესს, რომელიც აისახება სადოქტორო პტოგრამის დებულებაში.
42.2. სადოქტორო დისერტაციის რეგლამენტი, დაცვის წესი და პირობები აისახება სადოქტორო დისერტაციის მინიმულურ სტანდარტში, რომელიც დამტკიცებულია უნივერსიტეტის სენატის სხდომაზე და გაფორმებულია უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური – სამართლებრივი აქტით.
თავი IV. საგანმანათლებლო პროგრამების აღიარების წესი
43. საგანმანათლებლო პროგრამების აღიარების ზოგადი პრინციპები
1. საგანმანათლებლო პროგრამის აღიარება გულისხმობს სტუდენტის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ფარგლებში ათვისებული კრედიტებისა ან დაძლეული სასწავლო დისციპლინების შედარებას უნივერსიტეტის იმ პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინებთან, რომელზედაც სტუდენტი აგრძელებს სწავლას.
2. საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების პროცედურის განხორციელების საფუძველზე უნივერსიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, სტუდენტის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების რა ნაწილს ცნობს იგი საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის და აღნიშნულის შესაბამისად, განსაზღრავს, საგანმანათლებლო პროგრამის რომელ დონეზე განაგრძობს სტუდენტის სწავლას.
44. პროგრამები, რომელთა სწავლის შედეგებს აღიარებს უნივერსიტეტი
ამ თავით დადგენილი წესით აღიარებას ექვემდებარება:
ა) საქართველოს აკრედიტებული ან ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამები.
ბ) არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ის ნაწილი, რომელიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკრედიტებულად ითვლება.
გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობით აკრედიტებული ან აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამები.
45. საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების პირობები
1. დაუშვებელია იმ საგანმანათლებლო პროგრამის აღიარება, რომლის დასრულების შედეგად სტუდენტს მინიჭებული აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა.
2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უნივერსიტეტი აღიარებს სტუდენტის მიერ დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილ კრედიტებს, მიუხედავად იმისა, მიენიჭა თუ არა პირს შესაბამისი კვალიფიკაცია.
3. აღიარებას არ ექვემდებარება პროგრამები, რომლებიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ განეკუთვენა უმაღლესი განათლების პროგრამებს, აგრეთვე უმაღლესი განათლების ის პროგრამები, რომლებზეც ჩარიცხვა არ განხორციელებულა კანონმდებლობით დადგენილი წესით
46. საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების წესი
1. პროგრამის აღიარება შესაძლებელია განხორციელდეს სტუდენტის პირადი საქმის (აკადემიური ცნობის) შესწავლით, აგრეთვე შესაძლებელია მოიცვას სტუდენტის მიერ გავლილი საგნების ამსახველი დოკუმენტაციის (კურიკულუმი, სილაბუსები) შინაარსობრივი კვლევა.
2. იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ დაძლეული პროგრამა არ არის შესრულებული ევროპული საკრედიტო სისტემის შესაბამისად, მიმღები გადაწყვეტილებით შესაძლებელია სტუდენტის მიერ ამდაგვარი პროგრამის ფარგლებში დაძლეული სასწავლო დისციპლინების საათების კრედიტებში გაანგარიშება ევროპული საკრედიტო სისტემის მოთხოვნების შესაბამისად.
3. პროგრამის აღიარების დროს ხდება პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ათვისებული სასწავლო დისციპლინების კრედიტების შედარება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინებთან.
4. აღიარებას ექვემდებარება სტუდენტის მიერ წინა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი ის სასწავლო დისციპლინები, რომელთა შესწავლის საგანი და სწავლის შედეგები იდენტურია, ან მთლიანობაში მსგავსია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული დისციპლინის სწავლის შედეგებისა.
5.პირის მიერ გავლილი საგნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის პროგრამით, შესაძლებელია აღიარებული იქნეს როგორც არჩევითი სასწავლო დისციპლინები, იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს არჩევით კომპონენტს.
47. საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების შედეგები
1. პროგრამის აღიარების შედეგად განისაზღვრება კრედიტების რაოდენობა, რომელსაც სტუდენტს უღიარდება ახალი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის.
2. კრედიტების აღიარების შედეგად განისაზღვრება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის რომელი დონიდან აგრძელებს სწავლას სტუდენტი.
3. ნულოვანი შესაბამისობა პირის მიერ გავლილი პროგრამისა და უნივერსიტეტის პროგრამას შორის არ ართმევს ამ პირს უფლებას, ჩაირიცხოს მიმღებ დაწესებულებში. ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია სრულად გაიაროს უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამა.
თავი V. უნივერსიტეტის სტუდენტი
48. სტუდენტი
უნივერსიტეტის სტუდენტად მიიჩნევა ის პირი, რომელიც საქართველოს კანონისა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქორანტურისა და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.
49. სტუდენტის სტატუსის მოპოვება
1. უნივერსიტეტში პროფესიული უმაღლესი განათლებისა და აკადემიური უმაღლესი განათლების პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვება შესაძებელია ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მერვე თავისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით განსაზღვრული წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში.
2. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად მაგისტრანტობის კანდიდატი, საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ აბარებს საუნივერსიტეტო გამოცდას, რომლის საკითხებსაც ადგენს შესაბამისი ფაკულტეტი და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
3. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი უფლებამოსილია გადაყვანის (მობილობის) წესით ჩაირიცხოს უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ამ მუხლის პუნქტების პირობების დაცვით.
4. უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტი უფლებამოსილია გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია და გააფორმოს უნივერსიტეტთან სასწავლო ხელშეკრულება ამ მუხლის პუნქტით დადგენილი პროცედურების დაცვით.
5.უნივერსიტეტში ჩარიცხვა ხდება ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენტის უნივერსიტეტში აკადემიური რეგისტრაციის გზით, სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა.
6. აკადემიური რეგისტრაციის ვადებს შესაბამისი ფაკულტეტის წარდგინებით განსაზღვრავს უნივერსიტეტის რექტორი.
7. რეგისტრაციის გასავლელად, სტუდენტი ვალდებულია:
ა) გამოცხადებულ ვადაში შეავსოს აკადემიური რეგისტრაციის განაცხადი;
ბ) წარმოადგინოს სწვლის საფასურის სემესტრული ოდენობის გადახდის ქვითარი,
გ) მიუთითოს სარეგისტრაციო განაცხადში არჩევითი სასწავლო დისციპლინები (მოდულები) არსებობის შემთხვევაში.
დ) გააფორმოს ან გააგრძელოს უნივერსიტეტთან სასწავლო ხელშეკრულება;
8. აკადემიურ რეგისტრაციას აწარმოებს უნივერსიტეტის ფაკულტეტი;
9. სტუდენტს, რომელიც გადააცილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადას არასაპატიო მიზეზით, უჩერდება სტუდენტის სტატუსი მორიგ რეგისტრაციამდე;
10. აბიტურიენტი, რომელიც არ გაივლის პირველ რეგისტრაციას უნივერსიტეტში ვერ მოიპოვებს სტუდენტის სტატუსს;
50. ხელშეკრულება უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის
1. სტუდენტის სტატუსის მოპოვების აუცილებელი პირობაა, სტუდენტის მიერ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაფორმება.
2. სტუდენტის სასწავლო ხელშეკრულება მოიცავს შემდეგ აუცილებელ რეკვიზტებს.
ა) უნივერსიტეტის დასახელება და სარეგისტრაციო მონაცემები;
ბ) სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია;
გ)უმაღლესი განათლების საფეხური და საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზედაც დარეგისტრირებულია სტუდენტი;
დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური და მისი დაფარვის წესი;
ე) მხარეთა ურთიერთმოვალეობები და პასუხისმგებლობა მათი შეუსრულებლობისათვის;
ვ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღი და ვადა;
ზ) მხარეთა ან მათი წარმომადგენლების ხელმოწერები.
3. ხელშეკრულებას ხელს აწერს ფაკულტეტის დეკანი ან უნივერსიტეტის რექტორი, მისი მოვალეობის შემსრულებელი ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, ერთი მხრიდან და სრულწლოვანი სტუდენტი ან არასრულწლოვანი სტუდენტის კანონიერი წარმომადგენელი - მეორე მხრიდან.
4. ხელშეკრულების ერთი ეგზემპლიარი გადაეცემა სტუდენტს, ხოლო მეორე ეგზემპლიარი ინახება სტუდენტის პირად საქმეში.
51. უნივერსიტეტში სწავლის საფასური, მისი გადახდის წესი და შეღავათები
1. უნივერსიტეტში სწავლის საფასურს უმაღლესი განათლების საფეხურების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ადგენს უნივერსიტეტის რექტორი.
2. სწავლის საფასურის სემესტრული ოდენობა გადახდილი უნდა იყოს შესაბამისი სემესტრის დაწყებამდე, შემდეგ ანგარიშზე: პროკრედიტბანკის ცენტრალური ფილიალი, კოდი: 220101922, ა/ა 20467467.
3. სწავლის საფასური გადახდილი უნდა იყოს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, უნივერსიტეტის საბანკო გადარიცხვის გზით;
4. უნივერსიტეტის სტუდენტის მხრიდან ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნული პროგრამის საფასური განისაზღვრება უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის შეთანხმებით და ფორმდება წერილობით.
5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება სტუდენტისათვის სწავლის საფასურის გადახდის გადანაწილებაზე, სწავლის საფასურის ოდენობის შემცირებასა თუ სწავლის საფასურის გადახდისაგან სტუდენტის განთავისუფლების თაობაზე.
52. სტუდენტის სტატუსის შეჩერება
1. უნივერსიტეტის სტუდენტი უფლებამოსილია მიმართოს უნივერსიტეტს განცხადებით, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა, და მისი სასწავლო პროცესში მონაწილეობისგან და სტუდენტის სხვა უფლება-მოვალეობებისგან განთავისუფლების თაობაზე განცხადებაში მითითებული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 წლისა.
2. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ სტუდენტს გააჩნია ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტის წინაშე ან განცხადების შეტანის მომენტისათვის არსებობს მისთვის სტუდენტის სტატუსის შეწვეტის საფუძველი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის (აკადემიური შვებულება) გარდა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
ა) ავადმყოფობა;
გ) უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;
დ) სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობა (ფინანსური დავალიანება);
ე) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
ვ) სტუდენტის მიერ უნივერსიტეტთან კავშირის გაწყვეტა, შესაბამისი მიზეზების დადგენამდე;
4.სტუდენტის სტატუსის შეჩერების დროის განმავლობაში, უნივერსიტეტი და სტუდენტი თავისუფლდებიან ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან, გარდა იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც წარმოიშვა სტატუსის შეჩერებამდე.
5. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი.
6. სტუდენტის სტატუსის შეჩერებული პირი სარგებლობს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) უფლებით.
7. სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია თუკი აღმოფხვრილი იქნება ის გარემოებები რაც გახდა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი.
8. იმ შემთხვევაში, თუ ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზედაც ირიცხებოდა სტუდენტი მისთვის სტატუსის შეჩერებამდე გაუქმებულია ან შეცვლილია მისთვის სტუდენტის სტატუსის აღდგენის მომენტისათვის, სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს ყველაზე მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამით ან გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
53 . სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა
1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;
ბ) პირადი განცხადება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული მიზნების მიუღწევლობა პროგრამაზე სწავლების უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადებში.
დ) საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული მიზნის მიღწევის შეუძლებლობა აკადემიური მოუსწრებლობის გამო, თუ სტუდენტი ზედიზედ სამჯერ ვერ ახერხებს სასწავლო დისციპლინის წარმატებით გავლას;
ე) კანონიერ ძალაში შესული განაჩენი პირის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაშ მიცემის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას;
ვ) უნივერსიტეტის წესდების, უნივერსიტეტის შინაგანაწესის, სტრუქტურულ ერთეულთა დებულებას და სხვა შიდა სამართლებრივ აქტების უხეში დარღვევა, რაც მნიშვნელოვანს ზიანს მიაყენებს უნივერსიტეტს, მის სტუდენტებს, აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს, ამ წესის ქვედა მუხლით გათვალისწინებული პროცედურით;
ზ) გარდაცვალება.
2. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საკითხის დაყენების დროს აცნობოს დაინტერესებულ პირს აღნიშნულის შესახებ, მოისმინოს მისი პოზიცია, მისცეს მას ახსნა-განმარტების წარმოდგენის საშუალება.
3. სტუდენტის სტატუსის შეწვეტა ფორმდება უნივერსიტეტის რექტორის დასაბუთებელი ბრძანებით.
4. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იწვევს სტუდენტთან დადებული ხელშეკრულების მოშლას, რაც არ ათავისუფლების მხარეებს ხელშეკრულების მოშლამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი
ურთიერთ ვალდებულებების შესრულებისგან.
5. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
54. სტუდენტის უფლებები
1. სტუდენტს უფლება აქვს მიიღოს მისი ინტერესების შესაბამისი ხარისხიანი უმაღლესი განათლება, აქტიურად იყოს ჩართული უნივერსიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში.
2. დაუშვებელია სტუდენტების აკადემიური თავისუფლების, აგრეთვე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ სტუდენტის უფლებებში შეზღუდვა, თუ იგი არ ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მაღალი ხარისხის სწავლების, დისციპლინისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ან არ არის მიმართული ამ დებულებით დადგენილი უნივერსიტეტის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო საქმიანობის აღკვეთისათვის.
3. კანონმდებლობითა და უნივერსიტეტი სამართლებრივი აქტებით დადგენილ უფლებების გარდა უნივერსიტეტის სტუდენტი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას კანონმდებლობით, საუნივერსიტო სამართლებრივი აქტებით, სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებითა და საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;
ბ) მიიღოს მონაწილეობა საუნივერსიტეტო აქტივობებში, ისარგებლოს უნივერსიტეტის სასწავლო და დამხმარე რესურსით, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
გ) მიიღოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან ინფორმაცია თავისი უფლებების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უნივერსიტეტის სხვა რესურსების შესახებ,
დ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
ე) სასწავლო წლის დაწყებამდე შეიცვალოს სპეციალობა ერთი მიმართულების ფარგლებში და დარეგისტრირდეს უნივერსიტეტის ამავე მიმართულების სხვა სპეციალობის სტუდენტად.
ვ) დადგენილ ვადაში აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამის არჩევითი კომპონენტები, ან მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით;
ზ) მიიღოს მონაწილეობა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ აკადემიური პერსონალისა და სასწავლო პროცესის შეფასებაში;
55. სტუდენტის მოვალეობები
უნივერსიტეტის სტუდენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდების, უნივერსიტეტის სსხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და უნივერსიტეტის შინაგანაწესი;
ბ) შეასრულოს საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი აკადემიური მოთხოვნები;
გ) შეასრულოს უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
56. სტუდენტის პასუხისმგებლობა და დისციპლინარული დევნა
1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა შესაძლებელია აღიძრას მხოლოდ უნივერსიტეტის შინაგანაწესით ან სტუდენტთა ეთიკის კოდექსით დადგენილი ქმედების ჩადენის შემთხვევაში.
2. სტუდენტის დისციპლინარული დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული.
3. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის განხორციელება არ უზღუდავს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას.
4. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას, ისარგებლოს დაცვის უფლებით, გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები და მისცეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ახსნა-განმარტებები.
5. ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინარული დევნის განხორციელების შესახებ არ შეიძლება ცნობილი გახდეს მესამე პირებისათვის დევნის დასრულებამდე და გადაწყვეტილების გამოტანამდე, სტუდენტის თანხმობის გარეშე.
6. სტუდენტის მიმართ დისციპლინარულ დევნას ახორციელებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია რექტორის დავალების საფუძვლზე. უნივერსიტეტის რექტორი უფლებამოსილია შექმნას დისციპლინარული დევნის საკითხის გადამწყვეტი დამოუკიდებელი ორგანო.
7. დისციპლინარული დევნის განხორციელების საფუძველზე უნივერსიტეტი უფლებამოსილია გამოიტანოს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილება:
ა) სტუდენტის მიმართ დისციპლინარული დევნის შეწყვეტის შესახებ;
ბ) სტუდენტისათვის გაფრთხილების მიცემის შესახებ;
გ) სტუდენტისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ; (აღნიშნული წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის გადაცდომის შედეგად უნივერსიტეტის მიადგა ქონებრივი ზიანი)
დ) სტუდენტისათვის სტატუსის შეჩერებისა და მისი სასწავლო პროცესიდან განსაზღვრული ვადით ჩამოშორების შესახებ;
ე) გადაცდომის ჩამდენისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ - განსაკუთრებით მძიმე გადაცდომის ჩადენისას ან გადაცდომის არაერთხელ ჩადენისას.
8. სტუდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს უნივერსიტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
თავი VI. უნივერსიტეტში სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის პროცედურა
57 . ზოგადი დებულება
უნივერსიტეტში სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვის (შემოდგომში - მობილობა) ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ თავის მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.
58. უნივერსიტეტში მობილობის უფლების მქონე პირი
უნივერსიტეტში მობილობის უფლება აქვს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს.
ბ) ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს.
გ) არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს, რომელთა მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის ნაწილი კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულად ითვლება.
დ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.
ე) პირებს, რომლებსაც შეჩერებული აქვთ ამ მუხლის ,,ა“ - ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსი, თუ სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელზე მეტი.
ვ) პირებს, რომლებსაც ამ მუხლის ,,ა“ - ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივი აქტის შესაბამისად შეუწყდათ სტუდენტის სტატუსი, თუ სტატუსის შეწყვეტის თაობაზე სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არ არის გასული 6 თვეზე მეტი.
59. მობილობის განხორციელების პირობები
1. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-3 პუნქტებით განსაზღვრული გამონაკლისებისა.
2. დასაშვებია მობილობის განხორციელება ბაკალავრიატის პროგრამიდან ერთსაფეხურიანი განათლების (სამედიცინო და სტომატოლოგიის) პროგრამებზე და პირიქით.
3. დასაშვებია მობილობის განხორციელება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგარმიდან პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამაზე.
4. მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლის ერთი წლის შემდეგ.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ სწავლის პერიოდში არ მოიაზრება ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ან შეწყვეტილი ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
60. მობილობის პროცედურა
1. დაწესებულებაში სტუდენტების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, უნივერსიტეტში საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრების დაწყებამდე, მაგრამ არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა საშემოდგომო და პირველი მარტისა საგაზაფხულო სემესტრისათვის.
2. მობილობით სტუდენტების მიღებისათვის გათვალისწინებულ ადგილებს, უნივერსიტეტისათვის განსაზღვრული ადგილების თავისუფალი რაოდენობის ფარგლებში, განსაზღვრავს უნივერსიტეტის ფაკულტეტი, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისათვის და წარუდგენს აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად.
3. მობილობით სტუდენტების მიღებისათვის დადგენილი თავისუფალი ადგილები რეგისტრირდება მობილობის პორტალზე განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში.
4. მობილობის მსურველების რეგისტრაციის ვადის დამთავრების შემდეგ სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას, ვალდებულია უნივერსიტეტს წარმოდგინოს მისი პირადი საქმისა და საგანმანათლებლო დოკუმენტების ასლები.
5. უნივერსიტეტი ახდენს მობილობის მსურველის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას და, მობილობის მსურველის თანხმობის შემთხვევაში, განსაზღრავს, საგანმანათლებლო პროგრამის რომელი დონიდან გააგრძელებს იგი სწავლას.
6. სტუდენტის მიერ უნივერსიტეტთან სასწავლო კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, იწერება უნივერსიტეტის რექტორის ერთიანი ბრძანება, მობილობის საფუძველზე სტუდენტების უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ, რომელიც გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი გასცემს დადებით დასკვნას.
61. მობილობის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. უნივერსიტეტში მობილობის პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანის მიერ ამისათვის საგანგებოდ დანიშნული კოორდინატორი.
2. მობილობის კოორდინატორის ფუნქციას წარმოადგენს უნივერსიტეტში მობილობის მსურველი პირების კონსულტირება, მათთვის დახმარების აღმოჩენა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლისათვის, აგრეთვე მათ მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის წინასწარი შეფასება, ჩარიცხვის შემდეგ მისი საგანმანათლებლო პროგრამის დონის განსაზღვრისათვის.
62. უნივერსიტეტის ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა პროგრამაზე ჩარიცხვა
(შიდა მობილობა)
1. სტუდენტს უფლება აქვს უნივერსიტეტის ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან გადავიდეს მეორე პროგრამაზე უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში (შიდა მობილობა).
2. შიდა მობილობის განხორციელება სტუდენტს შეუძლია წელიწადის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, დაწესებულების სასწავლო წლის დაწყებამდე.
3. შიდა მობილობის განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს სტუდენტის მიერ გავლილი პროგრამის შესაბამისობის დადგენა ახალ საგანმამათლებლო პრორგამასთან. პროგრამების შესაბამისობის დასადგენად გამოიყენება ამ დებულებით დადგენილი პროგრამის აღიარების წესი.
4. დაწესებულება უფლებამოსილია, აღიაროს სტუდენტის მიერ წინა პროგრამის ფარგლებში ათვისებული მხოლოდ ის კრედიტები, რომლებიც გათვალისიწნებულია იმ საგანმანათლებლო პროგრამით, რომელზედაც სტუდენტს სურს სწავლის გაგრძელება.
5. შიდა მობილობის განხორციელებისათვის სტუდენტი უნივერსიტეტს მიმართავს შესაბამისი განცხადებით. უნივერსიტეტის ფაკულტეტი ახდენს პირის მიერ გავლილი პროგრამის აღიარებას, განსაზღვრავს ახალი პროგრამის რომელი დონიდან გააგრძელებს სწავლას სტუდენტი და სასწავლო წლის დაწყებამდე წარუდგენს რექტორს რეკომენდაციას სტუდენტის შიდა მობილობის წესით გადაყვანის თაობაზე.
აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახური
პროცესის დებულება