აიბი ევრო კავკასიური უნივერსიტეტი, 2008 წლის 18 სექტემბერს შეუერთდა უნივერსიტეტებისის დიდ ქარტიას 
Magna Charta Universitatum


 2008 წლის 18-20 სექტემბერს ჩატარდა უნივერსიტეტების დიდი ქარტიის XX საიუბილეო კონფერენცია, რომელზეც აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი ოფიციალურად მიუერთდა დიდ საუნივერსიტეტო ქარტიას.



Magna Charta Universitatum დაარსდა 1988 წლის 18 სექტემბერს და მაშინ მასზე ხელი მოაწერა 388 ევროპული უნივერსიტეტის რექტორმა. ქარტიით განისაზღვრა საუნვერსიტეტო სწავლების ყველა ძირითადი ღირებულება და პრინციპები. დღეისათვის ქარტიას მიუერთდა 600-ზე მეტი ევროპული და არაევროპული უნივერსიტეტი.

XX საიუბილეო შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის რექტორი ბ-ნი პროფ. ული როტფუსი. კონფერენციის მონაწილეებმა ამ უდიდეს ფორუმზე მისი სიტყვა უშუალოდ საქართველოდან წამოსულ გზავნილად აღიქვეს. დაიგეგმა სერიოზული ღონისძიება, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში უნდა განხორციელდეს და რომლის შედეგი არ თავსდება მხოლოდ ერთი ლოკალური უნივერსიტეტის ფარგლებში. იგი თანაბრად მისაღები იქნება ყველა ქართული უნივერსიტეტისთვის. 

ბ-ნი პროფ. ული როტფუსი გამოსვლა