უმაღლესი პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა

 ინსტიტუტები, პროექტები
საგარეო ურთიერთობები

სიახლეები

 

აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი უნივერსიტეტში დაარსდა 2007 წლიდან.

 

ფაკულტეტი ორგანიზაციას უწევს საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას სამივე საუნივერსიტეტო  დონეზე. ამჟამად ფაკულტეტი ახორციელებს სწავლებასა და კვლევას შემდეგ მიმართულებებში:

 

  საერთაშორისო ურთიერთობები

პროგრამას ხელმძღვანელობს  პროფ. დავით თევზაძე

 

  ფსიქოლოგია

პროგრამას ხელმძღვანელობს  პროფ. დიტერ შლიხი /გერმანია/ 

 

  ჟურნალისტიკა

პროგრამას ხელმძღვანელობს  პროფ. ჯანრი კაშია

 

ფაკულტეტის დეკანია უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხომერიკი.

 

 

ფაკულტეტზე სასწავლო პროცესს უძღვება აკადემიური თანამდებობის მქონე პერსონალი, მოწვეული პროფესორები და მკვლევრები.

 

ფაკულტეტზე მოქმედებს ფაკულტეტის საბჭო, რომელსაც სადისერტაციო საბჭოში ჰყავს წარმომადგენლობითი კოლეგია.

 

ფაკულტეტის სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია 

სტრატეგიული შეფასებებისა  და მართვის პრობლემათა ინსტიტუტი.

 

2010/2011 სასწავლო წელს ფაკულტეტზე ხორციელდება რამდენიმე საგრანტო პროექტი:

1.       უსაფრთხოების სფეროში საქართველოში არსებული კვლევითი რესურსის პოტენციალის შესწავლა და შეფასება (შიდა საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში)

2.       ერთობლივი სადოქტორო პროგრამის პროექტი ადიქტოლოგიაში (ჩეხეთის რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს გრანტი კარლოვის უნივერსიტეტის პირველი სამედიცინო ფაკულტეტის მონაწილეობით)

 

ფაკულტეტის მიერ 2009/2010 სასწავლო წლის საგრანტო პროექტით გამოიცა სამეცნიერო კრებული

„სტრატეგიული კვლევები.“#2,2009

 

2010 წელს ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა  პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „საქართველო ცვალებად მსოფლიოში.“

 

ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილმა,  ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა უკვე გაიარეს პრაქტიკა გერმანიასა და ავსტრიაში.