უმაღლესი პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა

 ინსტიტუტები, პროექტები
საგარეო ურთიერთობები

სიახლეები

 

უსაფრთხოების სფეროში საქართველოში არსებული კვლევითი რესურსის პოტენციალის შესწავლა და შეფასება

 

უნივერსიტეტის 2010/2011 სასწავლო წლის საგრანტო პროექტი

 

 

პროექტის მიზანი

 უსაფრთხოების სფეროში საქართველოში არსებული კვლევითი რესურსის, პოტენციალის,  კვლევების თემატიკის და აქტუალობის, ხარისხის შესწავლა, შეფასება.

საქართველოს წინაში მდგარი ამოცანების, პრობლემების გათვალისწინებით კვლევების ეფექტურობის, ნაყოფიერების და შედეგების გამოყენებადობის ამაღლების  პოტენციალის გამოვლენა და მისი მართვის პრინციპების, მეთოდების განსაზღვრა, შემუშავება.

საქართველოში განსახორციელებელი კვლევების თემატიკის სტრუქტურირების და არსებული რესურსების ერთიან სისტემაში მოყვანის, აკუმულირების შესაძლებლობის და მიზანშეწონილობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნების შემუშავება.

არსებული რესურსების აღრიცხვა, ერთიანი საინფორმაციო სისტემის  ჩამოყალიბება, შესაბამისი საინფორმაციო ბაზების, მასივების, დოსიების შექმნა და წარმოება.

კვლევით პროცესისადმი აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის სტუდენტების ინტერესის გაღრმავება და პრაქტიკული გამოცდილების შეძენა.

 

პროექტი მოიცავს

1. უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულ და კონცეფტუალურ დონეზე კვლევებში მონაწილე სუბიექტების (პროექტის ობიექტები, შემდგომში – ობიექტები), ობიექტების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ კვლევების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, თემატიკის, მასალების, შედეგების, დასკვნების) დამუშავებას, ანალიზს, შეფასებას,

სისტემატიზაციას და აღრიცხვას.

2. საინფორმაციო ბაზების, მასივების, დოსიების შექმნას, მართვას და ექსპლუატაციას.

3. პროექტის რეალიზაციის შედეგების შემაჯამებელი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას.

4. მოპოვებული მასალებით ჟურნალის “სტრატეგიული კვლევები”-ის შემდეგი ნომრის შედგენას და გამოშვებას.

5. საცნობარო ბიულეტენის ელექტრონული ვერსიით პერიოდული გამოშვება.

 

პროექტის ობიექტები

ორგანიზაციები (მიუხედავათ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმისა);

კერძო პირები (მკვლევარები, სპეციალისტები, ექსპერტები).

 

პროექტის განხორციელების ეტაპები

პროექტი დაყოფილია ოთხ ეტაპად.

I ეტაპი (განხორციელების ვადა – 2 თვე)

1.1. ობიექტების და კვლევითი ნაშრომების შერჩევის კრიტერიუმების და მოთხოვნების შემუშავება.

1.2. მოქმედი ობიექტების დადგენა.

1.3. საინფორმაციო ბაზების, მასივების, დოსიების სტრუქტურის განსაზღვრა, შემუშავება.

1.4. შესაბამისი ფორმულარების, ანკეტებისმ კითხვარების შემუშავება.

1.5. პროექტის პროგრამული უზრუნველყოფა.

1.6. საქართველოში არსებული რესურსების შესწავლა.

1.7. ინფორმაციის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა.

1.8. პროექტის რეალიზაციისთვის აუცილებელი დროებით დასაქმებული, დამხმარე პერსონალის (ექსპერტები, პროგრამისტი, ინფორმაციის მომპოვებლები – კორესპონდენტები, ოპერატორები და ა.შ.) შერჩევა, რეზერვის ჩამოყალიბება, შესაბამისი მომზადება, ტრენინგი.

1.9. პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად სტუდენტების სხვადასხვა ეტაპებზე და სტატუსით პროექტში ჩართვის პროცედურის, ფორმების და გრაფიკის შემუშავება.

1.10. პროექტის თანადამფინანსებლების მოძიება

1.11. პროექტის რეალიზაციის მსვლელობის პერიოდული საექსპერტო განხილვა.

1.12. ბიულეტენის შედგენა, გამოშვება.

1.13. ჟურნალისთვის მასალის მომზადება, შერჩევა.

1.14. შუალედური კონფერენცის ორგანიზება, ჩატარება და პირველი ეტაპის შედეგების განხილვა.

 

II ეტაპი (განხორციელების ვადა – 2 თვე)

2.1. შერჩეული ობიექტების შესახებ პირველადი ინფორმაციის მოპოვება.

2.2. ობიექტებთან სამუშაო კონტაქტების დამყარება, განვითარება.

2.3. კვლევითი ნაშრომების მოძიება.

2.4. ინფორმაციის მუდმივად, პერიოდულად მიღების არხების, გზების, წყაროების დადგენა, ამუშავება, შესაბამისი კონტაქტების დამყარება, განვითარება, შეთანხმებების მიღწევა.

2.5. მოპოვებული ინფორმაციის პირველადი დამუშავება.

2.6. დამატებითი ინფორმაციის მოპოვების გზების განსაზღვრა და დაგეგმვა.

2.7. პროექტის რეალიზაციის მსვლელობის პერიოდული საექსპერტო განხილვა.

2.8. ბიულეტენის შედგენა, გამოშვება.

2.9. ჟურნალისთვის მასალის მომზადება, შერჩევა.

2.10. შუალედური კონფერენცის ორგანიზება, ჩატარება და  მეორე ეტაპის შედეგების განხილვა.

 

III ეტაპი (განხორციელების ვადა – 3 თვე)

3.1. მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, სისტემატიზაცია, დახარისხება, ფორმალიზაცია.

3.2. შერჩეული, მოპოვებული კვლევითი პროექტების, ნაშრომების, შედეგების, დასკვნების ანალიზი, შეფასება.

3.3. დამატებითი, დაწვრილებითი ინფორმაციის მოძიება, მოპოვება.

3.4. მონაცემების ბაზებში შეყვანა.

3.5. პროექტის რეალიზაციის მსვლელობის პერიოდული საექსპერტო განხილვა.

3.6. ბიულეტენის შედგენა, გამოშვება.

3.7. ჟურნალისთვის მასალის მომზადება, შერჩევა.

3.8. შუალედური კონფერენცის ორგანიზება, ჩატარება და  მესამე ეტაპის შედეგების განხილვა.

 

IVეტაპი (განხორციელების ვადა – 3 თვე)

4.1. ინფორმაციის დაზუსტება, გადამოწმება, განახლება.

4.2. ინფორმაციის შემდგომში გადამოწმების და განახლების სისტემის განსაზღვრა და ჩამოყალიბება.

4.3. ბაზების მართვის, ექსპლუატაციის, კონტროლის და მათთან დაშვების სისტემის შემუშავება.

4.4. ინფორმაციაზე მოთხოვნების და მათზე პასუხების გაცემის და აღრიცხვის ფორმის, წესების შემუშავება.

4.5. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად (შესაძლებელია კონფერენციის ფორმატში; სტუდენტების მონაწილეობით) სტუდენტების პროექტში მონაწილეობის შედეგების, მათ მიერ მიღებული პრაქტიკული გამოცდილების განხილვა, შეფასება და მომავლისთვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება.

4.6. პროექტის რეალიზაციის მსვლელობის პერიოდული საექსპერტო განხილვა.

4.7. ბიულეტენის შედგენა, გამოშვება.

4.8. ჟურნალის შედგენა, გამოშვება.

4.9. გაფართოებული, სამეცნიერო კონფერენცის ორგანიზება, ჩატარება და პროექტის რეალიზაციის შედეგების  განხილვა.

 

პროექტის რეალიზაციის სავარაუდო შედეგები

საქართველოში არსებული, პოტენციალური რესურსის რეალური შესაძლებლობების შესწავლა, შეფასება;

კვლევების ეფექტურობის, ნაყოფიერების და შედეგების გამოყენებადობის გაზრდა;

კვლევითი პროექტების სტრუქტურირების და რესურსის “ერთიანი” და  სისტემის ჩამოყალიბების პირობების, პრინციპების და წესების დადგენა;

 კვლევითი პროექტების დამკვეთების, შემსრულებლების კვალიფიციური კონსულტაციების საშუალება;

კვლევების აქტუალური თემების და მიმართულებების განსაზღვრა და შემოთავაზება;

ყოველ კონკრეტულ კვლევისთვის, გამომდინარე მოთხოვნებიდან,  ოპტიმალური რესურსის შერჩევის, შესაბამისი წინადადებების შემუშავების საშუალება;

კვლევითი ობიექტების, თემების, ნაშრომების კატალოგიზაცია.

შესაბამისი ინფორმაციული ბაზების შექმნა;

ზემოაღნიშნულ საკითხებზე სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება, ჩატარება;

კვლევით პროცესისადმი აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის სტუდენტების ინტერესის გაღრმავება და პრაქტიკული გამოცდილების შეძენა.