უმაღლესი პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა

 ინსტიტუტები, პროექტები
საგარეო ურთიერთობები

სიახლეები

 

ფიზიოთერაპიაში 

                                                                          

გაიცემა დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი.

 

კვალიფიკაცია: დიპლომირებული სპეციალისტი ფიზიოთერაპიაში.

 

სწავლების ვადა 3 წელი.

 

სწავლის მოცულობა 180 ECTS კრედიტი.

 

 ჯანდაცვისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტს გააჩნია გერმანულენოვანი საბიბლიოთეკო ფონდი და ექსკლუზიური უფლება ასკლიპიოსის კლინიკების საბიბლიოთეკო ფონდის სარგებლობის თაობაზე. უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ფაკულტეტზე, როგორც საბიბლიოთეკო ფონდების მომხმარებლები. პროგრამები ორიენტირებულია სასწავლო პროცესში პრაქტიკული მეცადინეობების წილის გაზრდაზე. გერმანული ენის სერთიფიკატის არსებობის შემთხვევაში გაიცემა გერმანული დიპლომი. გერმანული ენის სწავლების უზრუნველყოფას ახორციელებს IB – თბილისის ენების ცენტრი. ამ შემთხვევაში სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, პრაქტიკული ან თეორიული მოდულების ნაწილი გაიაროს შტუტგარტის სამედიცინო აკადემიაში ან IB–ს სხვა შესაბამის კლინიკებში.

 

გერმანულ მხარესთან შეთანხმებით და მათი უშუალო მხარდაჭერით მედიცინაში და ჯანდაცვის სფეროში უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროექტებს.

 

2010-2011 სასწავლო წელს გადამზადების პროგრამა მიმდინარეობს ლოგოპედიაში.

ლოგოპედია – პოსტდიპლომური სწავლების სასერტიფიკატო პროგრამა, ხორციელდება შტუტგარდის სამეცნიერო აკადემიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

სასწავლო პროგრამა აკრედიტებულია გერმანიაში.

 

პრაქტიკა

სტუდენტები პრაქტიკას გადიან აიბი ევრო კავკასიური უნივერსიტეტის სარეაბილიტაციო კლინიკაში, ხოლო მესამე კურსიდან გერმანიის ასკლიპიოსის ქსელის კლინიკებში

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი პროფ. გიორგი ჩახუნაშვილი

 

პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა

კურიკულუმი

სილაბუსები