საბაკალავრო პროგრამა
სამაგისტრო პროგრამა
ბიზნესისა და გამოყენებით მეცნიერებათა ფაკულტეტი
ფაკულტეტზე მიმდინარეობს სწავლება აკადემიური კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბიზნესის ადმინისტრირება - საბანკო და საფინანსო საქმე (საბაკალავრო და სამაგისტრო დონე):
ფაკულტეტზე მომზადებულია გამოყენებითი მათემატიკის სამაგისტრო პროგრამა.
მიმდინარე წელს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ მეორე კურსიდან სწავლა გააგრძელონ IB ბერლინის უნივერსიტეტში და მიიღონ ერთობლივი ქართულ-გერმანული განათლება.
პროგრამაზე სწავლის ღირებულება 2010/2011 სასწავლო წელს შეადგენს 6000 ლარს.
2010 წლის 14-23 სექტემბერს აიბი ევრო-კავკასიურ უნივერსიტეტში განხორციელდა აიბი ბერლინის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის ვოლფრამ შოტლერის და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პედაგოგიკის პროფესორის ვოლფ ბრიქსნერის ვიზიტი.
ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის გაიმართა საჩვენებელი მასტერ კლასები და ტრეინინგები, ასევე დასრულდა მუშაობა აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის ბიზნესისა და გამოყენებით მეცნიერებათა ფაკულტეტის რეორგანიზაციაზე.
ექსპერტთა რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყდა, რომ აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის ბიზნესისა და გამოყენებით მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობა 2010-2011 სასწავლო წლიდან სრულ შესაბამისობაში მოვა აიბი ბერლინის ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტის სპეციალობასთან და განახორციელებს ამ მიმართულებით განვითარებას ერთობლივი დიპლომების გაცემამდე. ამასთან პროფესორ ვოლფრამ შოტლერმა ქართულ მხარეს აღუთქვა ყველა იმ რესურსის გამოყენების უფლება, რომელიც აიბი ბერლინს ამჟამად გააჩნია მენეჯმენტის სპეციალობისათვის ელექტრონულ მატარებლებზე.