ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადები
(ბრძანება #10/40. 07.06.10)
აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის საშემოდგომო სემესტრზე
ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებია: 2010 წლის 20 აგვისტო -10 სექტემბერი
2010/2011 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი დაიწყება 2010 წლის 14 სექტემბერს და დასრულდება 2010 წლის 25 დეკემბერს.
აკადემიური რეგისტაცია
2010/2011 სასწავლო წლისათვის აიბი ევრო–კავაკსიურ უნივერსიტეტში სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაცია იწყება 2010 წლის 20 აგვისტოდან და სრულდება 2010 წლის 10 სექტემბერს.
აკადემიური რეგისტრაციის გავლა აუცილებელია ყველა სტუდენტისათვის სწავლების მეორე წლიდან და გულისხმობს საკუთარი სასწავლო გეგმის საბოლოო სახით ფორმირებაში სტუდენტის ჩართულობის ხარისხის გაზრდას.
აკადემიური რეგისტრაცია ტარდება წელიწადში ორჯერ, ყოველი სემესტრის დაწყებამდე სულ ცოტა, ორი კვირით ადრე.
აკადემიური რეგისტრაცია ითვლება გატარებულად, თუ
ა). სტუდენტმა გამოცხადებულ ვადაში შეავსო სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა (ინახება ფაკულტეტზე);
ბ). შეარჩია სემესტრული სასწავლო კურსები;
დ). ხელი მოაწერა სასწავლო ხელშეკრულების დანართს დასახელებული სემესტრისათვის.
აკადემიური რეგისტრაციის დაწყებამდე სტუდენტმა აუცილებლად უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს ფაკულტეტზე შესაბამისი ფორმულარის შევსებას და სწავლის ქირის დაფარვას უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე (დასტურდება შესაბამისი ქვითრის წარმოდგენით).
გახსოვდეთ – 1: ადმინისტრაციული რეგისტრაციის გარეშე დაუშვებელია აკადემიური რეგისტრაციის გავლა და მომავალ სასწავლო სემესტრზე სტუდენტის ჩარიცხვა.
გახსოვდეთ – 2.
1. სტუდენტი, რომელიც დაარღვევს ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის ვადებს, არ დაიშვება 2010-2011 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრზე და ხელახალ დარეგისტრირებას მხოლოდ საგაზაფხულო სემესტრიდან შეძლებს.
2. რეგისტრაციის იმ ნორმაში, რომელიც გულისხმობს სარეგისტრაციო განაცხადის შევსების დროულობას, შეღავათების დაწესება არ არის
გათვალისწინებული;
3. შეღავათი რეგისტრაციის იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს სწავლების ქირის გადასახადს, განიხილება ფაკულტეტზე რეგისტრაციის დაწყებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო პასუხი განმცხადებელს გაეცემა რეგისტრაციის დასრულებამდე. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში შეღავათების მოთხოვნის განხილვა აღარ მოხდება.
4. სტუდენტისათვის რეგისტრაციის ვადის გადახედვა, საჯარიმო სანქციის გამოყენების ხარჯზე, დაუშვებელია.
5. სტუდენტთა რეგისტრაციისათვის (ადმინისტრაციული და აკადემიური) გამოცხადებული იგივე პირობების დაცვა აუცილებელია ყოველი სემესტრის დაწყებამდე;