უმაღლესი პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა

 ინსტიტუტები, პროექტები
საგარეო ურთიერთობები

სიახლეები

 

2010 წლის  8 აგვისტოდან 21 აგვისტომდე აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები  და სტუდენტთა ჯგუფი იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღის კარლოვის  უნივერსიტეტის პირველი სამედიცინო ფაკულტეტის ადიქტოლოგიის ცენტრში.  მიწვევა განხორციელდა  იმ პროექტის ფარგლებში,  რომელიც დაფინანსდა ჩეხეთის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ და ითვალისწინებდა საქართველოში ადიქტოლოგიის ცენტრის გამოცდილების გაზიარებას. 

დელეგაციაში მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის   “ალტერნატივა ჯორჯიას,“ საზოგადოებრივ ურთიერთობათა უნივერსიტეტის (GIPA) და საქართველოს განათლების სამინისტროს  წარმომადგენლები,  ასევე რამდენიმე ექიმი–ნარკოლოგი და ფსიქოლოგი.

ამ ეტაპზე კარლოვის უნივერსიტეტში  ორკვირიანი ვიზიტი  დაგეგმილი იყო იმ ინფორმაციის გასაცნობად, რომელიც წლების მანძილზე დაგროვდა არა მხოლოდ ევროპასა და აშშ–ში, არამედ თავად ჩეხეთში, სადაც საფუძველი ჩაეყარა ახალი ინტერდისციპლინური დარგის სამეცნიერო –  კვლევითი  პოლიტიკის ჩამოყალიბებას და ახალი მეთოდებისა და მიდგომების გამომუშავებას.

კარლოვის უნივერსიტეტში დაინერგა და განხორციელდა აკადემიური  და პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამები ადიქტოლოგიაში. პირველი ადიქტოლოგები უკვე საკმაოდ წარმატებულად მუშაობენ როგორც კლინიკებში,  თერაპიულ კომუნებსა თუ დროფინგ ცენტრებში, ასევე ეწევიან კვლევებს ეპიდემიოლოგიაში,  კლინიკურ ფსიქოლოგიაში და მეცნიერების  სხვა დარგებში. მართავენ დამოკიდებულ პაციენტთა დაავადების მიმდინარეობას, სწავლობენ გლობალურ დაავადებათა ეკონომიკურ შედეგებს, დაავადების ეთნოფსიქოლოგიას, ისტორიას, თეორიას და სოციოკულტურულ დინამიკას.

ზაფხულის სკოლა  გამორჩეული იყო როგორც მუშაობის ინტენსივობით,  აგრეთვე იმ ინფორმაციის  სიჭარბით, რამაც,  საბოლოოდ, სკოლის მონაწილეებს მკაფიო წარმოდგენა შეუქმნა იმ უახლეს მიდგომებზე, რომლებიც  უკანასკნელ წლებში დაინერგა ევროპაში, განსაკუთრებით ჩეხეთში და უკვე მოჰყვა დადებითი შედეგები საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში. 

აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტისათვის პროექტის ერთ–ერთ ამოცანად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში საუნივერსიტეტო სამეცნიერო საზოგადოების გააქტიურება ეპიდემიოლოგიისა და ადიქტოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი დარგების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, ახალი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის გზით. 

პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტს გადმოეცა  სასწავლო და კვლევითი საქმიანობისათვის აუცილებელი უახლესი ციფრული  ტექნიკა.

უნივერსიტეტის გააგრძელებს საქმიან  ურთიერთობებს კარლოვის უნივერსიტეტის პირველი სამედიცინო ფაკულტეტის ადიქტოლოგიის ცენტრთან უკვე ერთობლივი პროგრამების დასაგეგმად და ამ მიმართულებით საქართველოსთვის ასე აუცილებელი აკადემიური კადრების მოსამზადებლად. ასევე, აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი აპირებს ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუთმოს დრო და ადგილი ამ პრობლემის გარშემო საკამათოდ, საზოგადოებრივი ინტერესის გასაჩენად და ახალი ტიპის კვლევების საწარმოებლად.

იხილეთ ამ ვიზიტის ამსახველი მასალა