აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის შინაგანაწესი
თავი 1. შინაგანაწესის რეგულირების სფერო
უნივერსიტეტის შინაგანაწესი შედგენილია “ საქართველოს შრომის კოდექსის” , საქართველოს კანონი “უმაღლესი განათლების შესახებ” და აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად. შინაგანაწესი ითვალისწინებს შემდეგი სფეროების დარეგულირებას:
1.1 უნივერსიტეტში შრომის დისციპლინის დაცვას, განმტკიცებას და ნორმალური სამუშაო პირობების შექმნას;
1.2 სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებას;
1.3 დასაქმებულთა პროფესიული ცოდნის ამაღლებასა და პროფესიული ჩვევების გამოვლენას;
1.4 ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრას;
1.5 სტუდენტის სასწავლო, ადმინისტრაციული, დისციპლინური უფლება-მოვალეობების დადგენას და სასწავლო ხასიათის ურთიერთობების
მოწესრიგებას;
1.7 შინაგანაწესთან დაკავშირებულ ყველა საკითხს წყვეტს უნივერსიტეტის რექტორი.
თავი 2. შრომითი ურთიერთობები დასაქმებულთან
მუხლი 2. დასაქმებულთა სამსახურში მიღებისა და დათხოვნის წესი
2.1.1. უნივერსიტეტში სამუშაოდ მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და ცენზის მქონე პირები. სამუშაოზე მიღებისას დასაქმებული ვალდებულია წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება სამსახურში მიღების თაობაზე
ბ) პირადობის მოწმობის დედანი დაქსეროასლი
გ) ოთხი ფოტოსურათი (ზომით 3X4)
დ) CV (უნივერსიტეტში დადგენილი ფორმატით)
გ) დიპლომ(ები)ის დედანი და ქსეროასლები
ე) შრომის წიგნაკი ან ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (დასაქმებულის სურვილის შემთხვევვაში)
ვ) სამუშაოს არსის, სპეციფიკისა და შესრულების პირობების გათვალისწინებით პროფესორ -
მასწავლებლების თანამდებობის დასაკავებლად დამსაქმებელს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია (მაგ.,სამეცნიერო შრომების ნუსხა, გამოცემები, რეკომენდაცია და ა.შ.);
2.1.2. სამუშაოზე მიღებისას განმცხადებელი ვალდებულია გაეცნოს უნივერსიტეტის წესდებას და იმ სამსახურის დებულებას და ინსტრუქციებს, რომელშიც აპირებს შემდეგომ მუშაობას.
2.1.3. უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახური ვალდებულია, დასაქმებულს გასაცნობად წარუდგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შეეხება დასაქმებულის და დამსაქმებლის უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე წინამდებარე დოკუმნეტი - უნივერსიტეტის შინაგანაწესი.
2.2.სამსახურიდან დათხოვნა:
2.2.1. დამსაქმებლი მიერ დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნას საფუძვლად უდევს საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმები;
2.2.2. სამსახურიდან დათხოვნის პირობები აუცილებელი წესით უნდა ასახულ იქნას უნივერსიტეტთან დადებულ შრომით ხელშეკრულებაში.
მუხლი 3. დასაქმებულთა უფლება-მოვალეობანი
3.1. დასაქმებული ვალდებულია:
3.1.1. დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ბრძანებები, განკარგულებები, უშუალო ხელმძღვანელის მითითებები და ერთჯერადი დავალებები.
3.1.2. უზრუნველყოს საქმიანობის წარმართვა მაღალი ხარისხით. თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე.
3.1.3. მკაცრად დაიცვას საქმის წარმოებისა და დოკუმენტაციის შენახვის ნორმები.
3.1.4. უზრუნველყოს უნივერსიტეტში მიღებული სტანდარტების შესრულება.
3.1.5. დაიცვას ეთიკის ნორმები.
3.1.6. უზრუნველყოს პედაგოგიური მოღვაწეობის მაღალი ხარისხი, პროფესიული განათლების, ზოგადი ინტელექტის, უნარ-ჩვევების მუდმივი ამაღლების გზით.
3.1.7. სისტემატიურად აიმაღლოს კვალიფიკაცია, როგორც დამოუკიდებლად ისე ადმინისრაციის მიერ მითითებული პროგრამით.
3.1.8. ზუსტად დაიცვას უნივერსიტეტში დადგენილი სამუშაო და დასვენების რეჟიმი.
3.1.9. გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის ქონებას, უზრუნველყოს მისთვის ჩაბარებული დოკუმენტაციის დაცვა.
3.1.10. მკაცრად დაიცვას მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია.
3.1.11. გაეცნოს და მკაცრად დაიცვას შრომის უსაფრთხოების, ტექნიკის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესები და ინსტრუქციები.
3.1.12. დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი და სავარაუდო პერიოდი. სამსახურში გამოცხადების შემდეგ მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს ახსნა -განმარტებითი ბარათი.
3.2. დასაქმებულს უფლება აქვს:
3.2.1. ისარგებლოს “შრომის კოდექსით” განსაზღვრული სადღესასწაულო და დასვენების დღეებით.
3.2.2. ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით, თუ წინამდებარე პირობა ჩადებულია შრომით ხელშეკრულებაში.
3.2.3. ისარგებლოს შვებულებით ანაზღაურების გარეშე და მისი ხანგრძლივობა განისაზღვროს 15 კალენდარული დღის ოდენობით, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს უნივერსიტეტის ინტერესებს.
მუხლი 4. დამსაქმებელი ვალდებულია:
4.1. შექმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები.
4.2. უზრუნველყოს შრომის დისციპლინის დაცვა.
4.3. უზრუნველყოს დასაქმებულთა მატერიალური დაინტერესება, სრულყოს შრომის ანაზღაურების ორგანიზაცია.
4.4. ხელი შეუწყოს თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის ამაღლებასა და შრომის ნაყოფიერების ზრდას.
მუხლი 5. სამუშაო დრო და მისი გამოყენება
5.1. სამუშაო დრო კალენდარული დროის ნაწილია, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს სამსახურებრივი უფლება - მოვალეობანი.
5.2. სამუშაო დღე განისაზღვროს 10.00 საათიდან 18.00 საათამდე.
5.3. ადმინისტრაცია 9.30 საათიდან - 18.00 საათამდე.
5.4. პროფესორ - მასწავლებლების სამუშაო დრო განისაზღვრება შრომით ხელშეკრულებაში, ინდივიდუალური დატვირთვის შესაბამისად:
a) შტატში აყვანილი და თანამდებობის მქონე პროფესორისთვის, კვირაში არანაკლებ 40 საათისა.
b) მოწვეული პროფესორის, მასწავლებლის და მოწვეული სპეციალისტისათვის - ინდივიდუალური დატვირთვის, წაკითხული ლექციების ან/და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში სამუშაო დრო აისახება ინდივიდუალურად, შრომით ხელშეკრულებაში.
5.5. დამხმარე პერსონალის სამუშაო დრო განისაზღვრება შრომით ხელშეკრულებაში ინდივიდუალური ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად, რაც კვირაში შეადგენს არანაკლებ 40 საათისა.
5.6. დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაო საათები არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს.
5.7. სამუშაო დრო განისაზღვროს 5 - დღიანი სამუშაო კვირით, აკადემიური პერსონალისთვის, მასწავლებლებისათვის და მოწვეული სპეციალისტებისათვის/ მეცნიერ – მუშაკებისთვის შეიძლება დაწესდეს 6 - დღიანი სამუშაო კვირა, რომლის დროსაც ყოველდღიური მუშაობის ხანგრძლივობა 6,5 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
5.8. სამუშაო დღის განმავლობაში დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს შესვენებით 13 საათიდან 14 საათამდე.
5.9. თეორიული და პრაქტიკული სწავლებიდან გამომდინარე პროფესორ -მასწავლებლებისათვის შეიძლება დაწესდეს განსხვავებული სამუშაო დრო.
მუხლი 6. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი
6.1. დასაქმებულთათვის ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ ყოველი თვის 28 რიცხვში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესითა ოდენობით.
6.2. უნივერსიტეტის დამსაქმებულთა ხელფასი გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით “პროკრედიტ ბანკის ცენტრალურ ფილიალში,” ან დასაქმებულის მიერ წარმოადგენილ სხვა პირად ანგარიშზე.
6.3. განსაკუთრებულ შემთხვევებში - ნაღდი ანგარიშსწორებით, უნივერსიტეტის ბუღალტერიის ოფისში.
მუხლი 7. რეორგანიზაცია და შტატების შემცირება/გაზრდა
7.1. უნივერსიტეტის ინტერესების გათვალისწინებით ადმინისტრაცია უფლებამოსილია განახორციელოს უნივერსიტეტის, მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეულის, რეორგანიზაცია და საშტატო ერთეულთა ცვლილებები (შემცირება, გაზრდა).
7.2. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ცვლილებების შეტანა სტრუქტურაში და საშტატო ნუსხაში დასაშვებია უნივერსიტეტის დამფუძნებლებთან შეთანხმებით, საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის წარდგინების საფუძველზე.
7.3. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ცვლილებების შეტანა უნივერსიტეტის სტრუქტურაში და საშტატო ნუსხაში მტკიცდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.
მუხლი 8. წახალისება მუშაობაში მოპოვებული წარმატებებისათვის
8.1. დასაქმებულის მიერ დაკისრებული სამუშაოს წარმატებით შესრულებისათვის ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი მუშაობისათვის დაწესდეს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდო;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება.
დ) უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვება - განსაკუთრებული წვლილისათვის უნივერსიტეტის განვითარებაში.
მუხლი 9. დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები:
9.1. შრომის დისციპლინის დარღვევისათვის, მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებასთვის ადმინისტრაცია იყენებს:
ა) შენიშვნას
ბ) საყვედურს
გ) სასტიკი საყვედურს
დ) სამსახურიდან დათხოვნას
9.2. სასჯელის გამოყენებამდე შრომის დისციპლინის დამრღვევი ვალდებულია წარმოადგინოს ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი ვერ დააბრკოლებს სასჯელის გამოყენებას.
9.3. გადაცდომის აღმოჩენიდან სასჯელის გამოყენების ვადად განისაზღვროს ერთი თვე.
9.4. დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებს ასევე არეგულირებს უნივერსიტეტის “ეთიკის კოდექსი”
თავი 3. სტუდენტი
მუხლი 1. სტუდენტის სტატუსი
1.1. სტუდენტის სტატუსი წარმოიშობა - საქართველოს კანონით “უმაღლესი განათლების შესახებ” დადგენილი წესით, უნივერსიტეტში ჩარიცხვის მომენტიდან და მოქმედებს უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესის, საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების დებულებით და ადმინისტრაციის შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.
მუხლი 2. სტუდენტის უფლებები
2.1. განისაზღვრება საქართველოს კანონით უმაღლესი აგანთლების შესახებ VI თავში ჩამოყალიბებული პრინციპებით.
2.2. სტუდენტს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი საკითხის განხილვაში, რომელიც შეეხება საუნივერსიტეტო ცხოვრების ორგანიზაციასა და მართვას;
2.3. მიიღო მონაწილეობა ფაკულტეტის და აკადემიური საბჭოს მუშაობაში;
2.4. შექმნას სტუდენტური არაპოლიტიკური და არარელიგიური ორგანიზაციები;
2.5. მონაწილეობა მიიღოს და იქნას არჩეული უნივერსიტეტის სათათბირო ორგანოებში;
2.6. შექმნას სტუდენტური თვითმმართველობა;
2.7. მიმართოს ფაკულტეტის მუშაობა იმ მიმართუელბით, რომელსაც ოპტიმალურად თვლის.
2.8. სტუდენტის ძირითადი უფლებაა, მიიღოს ხარისხიანი განათლება და მოითხოვოს სასწავლო გეგმით გათვლისწინებული პირობების დაცვა;
2.9. მოითხოვოს მისთვის განკუთვნილი სასწავლო რესურსების სრულად გამოყენება;
2.10. მოითხოვოს ყველა ნორმატიული და სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ეხება მის სწავლების პერიოდს.
2.11. ააწყოს თავისუფალი დრო უნივერსიტეტის რესურესების გამოყენებით;
2.12. გამოიჩინოს ინიციატივა და მოითხოვოს ამ ინიციატივისთვის უნივერსიტეტში ფაკულტეტის ან/და ადმინისტრაციის მხრიდან დახმარება;
2.13. მონაწილეობა მიიღოს სტუდენტურ აქციებში;
2.14. მოაწყოს სხვადასხვა ხასიათის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები.
მუხლი 3. სტუდენტი ვალდებულია:
3.1. კეთილსინდისიერად შეასრულოს უნივერსიტეტის შინაგანაწესით, წესდებით, აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების დებულებით, სასწავლო ხელშეკრულებაში განსაზღვრული და საქართველოს კანონით “უმაღლესი განათლების შესახებ ” აღიარებული ვალდებულებები, რომელიც შეეხება სწავლას, უნივერსიტეტის ქონების დაცვას და შესრულებას უნივერსიტეტის წინაშე საფინანსო ვალდებულების შესრულების დროულობას. აგრეთვე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ ჩამოყალიბებული ინდივიდუალურ -სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული პირობების შესრულებას.
3.2. უნივერსიტეტში სტუდენტის ძირითადი ვალდებულებაა სწავლა არჩეულის კურიკულუმის მიხედვით და პასუხისმგებლობის აღება საკუთარი საქციელისთვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის და ადმინისტრაციის წინაშე.
3.3. არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება დააფუძნოს კეთილსინდისიერების პრინციპს, არ დაარღვიოს სტუდენტის ეთიკის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
3.4. საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების ვალდებულება აღწერილია უნივერსიტეტის სააგნმანათლებლო პროცესის დებულებაში, რომელსაც სხვა სამართლებრივ და ნორმატიულ დოკუმენტებთან ერთად უნდა გაეცნოს სასწავლო ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე.
3.5. დროულად შეასრულოს ხელშეკრულებაში ნაკისრი ვალდებულებები ადმინისტრაციულ და აკადემიურ რეგოისტრაციასთან მიმართებაში.
3.6. არ დაარღვიოს ფინანსური ვალდებულების შესრულების წესი, ხოლო მისი დარღვევის შემთხვევაში გადაიხადოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული საჯარომო სანქცია, რაც ნიშნავს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01 %-ის დარიცხვას.
3.7. არ მოითხოვოს უნივერსიტეტში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციისათვის შემოტანილი თანხის უკან დაბრუნება.
მუხლი 4. სტუდენტის სტატუსის შეჩერების /შეწყვეტის საფუძველია:
4.1. პირადი განცხადება უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის ან მისი შეჩერების თაობაზე ნებისმიერ შემთხვევაში;
a) პირადი განცხადება;
b) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სისტემატური (არა ერთჯერადი/ორი ან მეტი) დარღვევა;
c) შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო კანონით გათვალისწინებული ვადით;
d) საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შემთხვევაში ან/და
e) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
4.2. სტუდენტი ამოირიცხება უნივერსიტეტის სტუდენტთა სიიდან, ხოლო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში მასზე ამოქმედდება უნივერსიტეტში ახალი ჩარიცხვის წესები.
მუხლი 5. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა
5.1. დაიცვას უნივერსიტეტის წესდება, შინაგანაწესი, ეთიკის ნორმები, ადმინისტრაციისა და შესაბამისი ფაკულტეტის დებულება.
5.2. დაიცვას სასწავლო დისციპლინა.
5.3. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადებში გაიაროს ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის პროცედურა, რომელიც რგულირდება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების დებულებით და ადმინსტრაციის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით (ბრძანება, განკარგულება)
5.4.დაიცვას უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო წესები და ინსტრუქციები.
5.5. გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის ქონებას.
5.6. უნივერსიტეტის წესდებთ, შინაგანაწესით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმების დაღვევის შემთხვევაში სტუდენტის მიმართ ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს დისციპლინური დევნა უმაღლესი განათლების შესახებ”კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
5.7. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოიყენება შინაგანაწესით დადგენილი ნორმები.
5.8. ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ კონფიდენციალურია.
თავი 4.
მუხლი 1. მოქალაქეთა, დასაქმებულთა და სტუდენტთა განცხადებების/საჩივრის განხილვის წესი.
1.1. მოქალაქეთა, დასაქმებულთა და სტუდენტთა განცხადებების/საჩივრის განხილვა და მასზე რეაგირება უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ უნდა განხორციელდეს ორი კვირის ვადაში.
მუხლი 2. შინაგანაწესის დადგენა და დასაქმებულთათვის გაცნობა:
2.1. უნივერსიტეტის შინაგანაწესს ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
2.2. უნივერსიტეტის შინაგანაწესი ძალაში შედის დამტკიცებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
2.3. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია სამუშაოზე მიღებისას დასაქმებულს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით).
2.4. უზრუნველყოს ნებისმიერ დროს დასაქმებულთა და სტუდენტთათვის მისი გაცნობის შესაძლებლობა.
2.5. შინაგანაწესის დაცვა სავალდებულოა უნივერსიტეტის დასაქმებულებისა და სტუდენტებისათვის.
თბილისი, 2009 წ
შპს ”აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის” შინაგანაწესი