აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტი თავის მისიას ხედავს იმ საქმიანობის განხორციელებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპული ღირებულებების გავრცელებას ქართულ–კავკასიურ რეგიონში, ხოლო საზოგადოების დიდ ნაწილს საშუალებას მისცემს, მრავალფეროვანი და მარტივად განხორციელებადი გახადოს ხარისხიანი განათლების მიღება.
უნივერსიტეტის სასწავლო სტანდარტები სრულიად თავსებადია იმ მოთხოვნებთან, რაც ბოლონიაში, უნივერსიტეტთა დიდ ქარტიაზე (Magna Charta) ხელმომწერმა ქვეყნებმა და ცალკეულ უნივერსიტეტთა რექტორებმა გამოხატეს. 2008 წლის სექტემბერში მათ შეუერთდა აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტი. თავის საქმიანობას უნივერსიტეტი აგებს ლისაბონის კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით, აგრეთვე, უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობაში ასახული საქართველოს სახელმწიფო ინტერესის და საკუთარი ავტონომიურობის უფლების დაცვით.
კულტურულ, სამეცნიერო–კვლევით და საგანმანათლებლო სივრცეში გარე და შიდასაუნივერსიტეტო კონტაქტების გააქტიურებით, აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტი მუდმივ მზადყოფნას გამოხატავს, განახორციელოს ახალი იდეეები, ინოვაციური პროექტები და შექმნას თანამედროვე სამეცნიერო გარემო, დაფუძნებული თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პირობებში პიროვნების თვითრეალიზაციის შესაძლებლობათა ოპტიმალურ წამოჩენაზე, კოლეგიალური ურთიერთოებების ჩამოყალიბებასა და სამოქალაქო ერთიანობის განცდაზე.
უნივერსიტეტის განუხრელად ადგას სტუდენტთა და პროფესორთა მობილობის გააქტიურების, ერთობლივი და ორმაგი დიპლომების მოპოვების პროცედურის ხელშეწყობის, ხარისხიანი და უწყვეტი განათლების სისტემის დანერგვისა და მისი მუდმივი განვითარების გზას; უნივერსიტეტი ხელს უწყობს ადამიანური რესურსების ჩართვას პროფესიული გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამეცნიერო–კვლევითი ინტერესების ველის გაფართოვებას; სწავლების მეთოდოლოგიის მუდმივ განახლებას და ახალი მეთოდების ათვისებას; შეფასების უწყვეტი და მყარი, სტაბილური სისტემის აგებას; მართვაში ინოვაციური და ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელებას.
განვითარების პერსპექტივებს უნივერსიტეტი აგებს საზოგადოებისათვის დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების და მთელი სიცოცხლის მანძილზე უწყვეტი განათლების შეთავაზებით, რომელიც აკადემიური პროგრამებისათვის სამსაფეხურიანი აკადემიური პროცესის ცნობადობაზეა დაფუძნებული. უნივერსიტეტის აღიარებს საერთაშორისო შესადარობისა და ექვივალენტობის პრინციპებს.
ცვალებად და გლობალურ სამყაროში ცოდნის შენარჩუნება და გადაცემა, სოციალური ტარნსფორმაციის ხელშეწყობა, ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობების მუდმივი დახვეწა სწორედ საუნივერსიტეტო განათლების გზით არის შესაძლებელი. როგორც სოციალური ინსტიტუტი, უნივერსიტეტი ადექვატურად პასუხობს გარემო ცვლილებებს. სწრაფი და ეფექტური რეაგირება, ახალ–ახალი ფორმების ძიება განათლების ხელმისაწვდომობისა და ინდივიდუალური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ამ მიმართულებათა და შესაძლებლობათა მრავალფეროვნება, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და წარმოადგენს აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტის ძირითად სანიშნეს.
საზოგადოებაში არსებული სოციალურ–ეკონომიკური თუ მენტალური ხასიათის პრობლემათა დაძლევა საუნივერსიტეტო განათლების საშუალებით, ცოდნის საზოგადოების შექმნა და სწავლებისა და კვლევის ერთიან სისტემად გააზრება, კომპეტენციათა მაღალი სტანდარტების შენარჩუნებით მიიღწევა. აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და კვლევითი საქმიანობის ეფექტურობა დამოკიდებულია მატერიალური რესურსების მუდმივ განვითარებასა და მიზნობრივ გამოყენებაზე.
აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტი განუხრელად იცავს კურსდამთავრებულთა საზოგადოების და მომუშავე პერსონალის სოციალურ ინტერესს, მათთვის გარანტირებული მომავლის შექმნამდე.
მისი დევიზია: არც ერთი დიპლომი – დასაქმების გარეშე.
აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტის მისიის განსაზღვრის ფუძემდებლური პრინციპებია:
– აკადემიური თავისუფლება
– სინდისის თავისუფლება
– არჩევანის თავისუფლება
– ცოდნის ხელმისაწვდომობა
ამ პრინციპების დაცვით, აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტი განმარტავს თავის მისიას შემდეგნაირად:
– ქართული სახელმწიფოს ფარგლებში, ქართულ საზოგადოებაში, ზოგადსაუნივერსიტეტო ღირებულებების დამკვიდრება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარები ხელშეწყობა;
– სტრატეგიული, ინტერდისციპლინური და გამოყენებითი ხასიათის პრობლემათა შესწავლა, კვლევა და კვლევის შედეგების იმპლემენტაცია;
– საზოგადოების სოციალური დაცვის გარანტად ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
– კონკურენტუნარიანი სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება და დასაქმება, მათი სოციალური დაცვის პასუხისმგებლობის გაზიარება.
აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტის მისია
აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტი არის სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამ ეტაპზე პირველი და ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს თავის საქმიანობას გერმანული ინვესტიციით და საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის ახალგაზრდობის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირის (Internationaller Bund - გერმანია, მაინის ფრანკფურტი) სახელით. ამიტომ, მისი მისიაა, ერთის მხრივ, დააკმაყოფილოს ქართული საზოგადოების ინტერესი აკადემიური და პროფესიული უმაღლესი განათლების მიმართულებით, ხოლო, მეორეს მხრივ, დამფუძნებლის (Internationaller Bund) ინტერესის გათვალისწინებით, გამოიყენოს აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტის რესურსები კავკასიის რეგიონში გაფართოვებული საგანამანთლებლო ქსელის ჩამოსაყალიბებლად, რომლის ფარგლებში დაინერგება ახალი პროფესიული და აკადემიური სტანდარტები.