უმაღლესი პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა

 ინსტიტუტები, პროექტები
საგარეო ურთიერთობები

სიახლეები

ძებნის რეჟიმი:

 

სტრატეგიული შეფასებებისა და მართვის პრობლემათა ინსტიტუტი (შემდგომში ინსტიტუტი) არის ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ორგანიზაცია, რომელიც სარგებლობს აკადემიური თავისუფლებითა და ინსტიტუციური ავტონომიით.  იგი ფუნქციონირებს 2007 წლიდან. ინსტიტუტის შექმნის საფუძველი  2004 წლის გაზაფხულზე  ჩამოყალიბებული დ.თევზაძის გეოსტრატეგიულ კვლევათა ჯგუფია, რომლის მიზანები იყო:ახალდათხოვნილი, მაღალი რანაგის სამხედრო მოსამსახურეთა ინტელექტუალური პოტენციალისა და კვალიფიკაციის შენარჩუნება და საქართველოსათვის მისაღებ (ოპტიმალურ) უსაფრთხოების კონცეპციაზე მუშაობის გაგძელება. პროგრამა ერთობლივად დაიწყო 1998 წლიდან, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დაზვერვის დეპარტამენტსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტში. 2005 წლიდან ჯგუფმა  მუშაობა გააგრძელა ინტერდისციპლინარულ კვლევათა ევრო-კავკასიური უნივერსიტეტში.     

 

2004 - 2007 წლებში მომზადდა და, ნაწილობრივ გამოქვეყნდა:

ადრეული ომების ანატომია

  • არმიის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა და განვითარების თავისებურებანი 

  • ზოგიერთი მოსაზრება საქართველოს სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფის შესახებ

  • ზოგიერთი მოსაზრება სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ.

 

2007 წელს, ინტერდისციპლინარულ კვლევათა ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება IB ევრო-კავკასიურ უნივერსიტეტი. იმავე წელს, IB ევრო-კავკასიურ უნივერსიტეტში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იხსნება სტრატეგიული შეფასებებისა და მართვის პრობლემათა ინსტიტუტი, რომლის ძირითად სამუშაო თემად განისაზღვრა საქართველოს უსაფრთხოება ცვალებად მსოფლიოში.          

2009 წლის 30 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში”  ჩატარდა ამავე სახელწოდების პირველი საერთაშორისო კონფერენცია;

1998 წელსვე გამოვიდა ჟურნალ “სტრატეგიული კვლევების” პირველი ნომერი;

2009 წლის ოქტომბერშივე გამოვიდა ჟურნალ “სტრატეგიული კვლევები”-ს მეორე ნომერი                     

                                          

ინსტიტუტი ახორციელებს საუნივერსიტეტო პოსტდიპლომური სწავლებისა და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე კავკასიის რეგიონისათვის მნიშვნელოვან სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემათა კვლევის საფუძველზე, დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის,  შეიმუშავებს სტრატეგიულ შეფასებებს, პროგნოზებსა და რეკომენდაციებს.

 

ინსტიტუტის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ლიბერალურ ღირებულებათა დამკვიდრებას, დასავლური პოლიტიკური კულტურის ფორმირებას და ქვეყნის ადამიანური რესურსების განვითარებას.

 

ინსტიტუტის ძირითადი ამოცანები:

  • საუნივერსიტეტო სამაგისტრო სწავლებისა და გადამზადების ორგანიზება ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ფილოლოგიის, ჟურნალისტიკის, ფსიქოლოგიის, პოლიტიკურ მეცნიერებათა და ხელოვნებათმცოდნეობის დარგებში;

  • კვლევების ორგანიზება სტრატეგიული დაგეგმარებისა და მართვის პრობლემებზე,  აგრეთვე კავკასიის რეგიონისა და საქართველოსათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონეომიკურ საკითხებზე

  • საინფორმაციო და ანალიტიკური ხასიათის პროდუქციის შექმნა და გავრცელება;

 

 ზემოაღნიშნული ამოცანების შესასრულებლად ინსტიტუტი:

 

  • ორგანიზაციას უწევს სამაგისტრო პროგრამების შემუშავებას, უზრუნველყოფს ხარისხიანი სწავლების ჩატარებას; 

  • ამუშავებს სტრატეგიული დაგეგმარებისა და მართვის, ანალიზისა და პროგნოზირების მოწინავე გამოცდილებას, ახორციელებს მის  სისტემატიზაცი-

ასა და ოპტიმიზაციას, შემდგომი განვითარებისა და მუშაობის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით;

  • განსაზღვრავს სტრატეგიული ხასიათის აქტუალურ თემებსა და საკითხებს;

  • აანალიზებს საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრობლემებს; 

  • აწარმოებს ექსპერტულ შეფასებებს; 

  • ამუშავებს სხვადასხვა სცენარებს; 

  • დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს სტრატეგიული დაგეგმარებისა და მართვის აქტუალურ საკითხებზე;

  • გამომდინარე მის წინაშე დასახული მიზნებიდან და ამოცანებიდან ორგანიზაციას უწევს კონფერენციების, საზაფხულო სკოლების, დისკუსიების, სემინარების და სხვა ჩატარებას;  

  • ეწევა საგამომცემლო საქმიანობას, აქვეყნებს ბიულეტენებს, დაიჯესტებს, სამეცნიერო ნაშრომებს, ანგარიშებს, საკონფერენციო მასალებს და სხვა;

 

2010 წელს ინსტიტუტი აგრძელებსუსაფრთხოების სფეროში საქართველოში არსებული კვლევითი რესურსის, პოტენციალის შესწავლა და შეფასებაპროექტზე მუშაობას.

 

2010 წლის ნოემბერში ინსტიტუტი გეგმავს ზემოთაღნიშნული პროექტის შედეგებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას

 

ამავე პერიოდისათვის ინსტიტუტი გამოუშვებს ჟურნალ “სტრატეგიული კვლევები”-ს მესამე ნომერს.

 

სტრატეგიული შეფასებებისა და მართვის პრობლემათა ინსტიტუტი (სშმპი)