აიბი ევრო–კავკასიურიუნივერსიტეტი

№ __35___                                                                                                                                        “ __31__ “  ___08____ 2009წ.

ბრძანება
შპს ,,აიბი ევრო-კავკასიურ  უნივერსიტეტში’’ აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად  სრული პროფესორი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების უზრუნველყოფისათვის, შპს ,,აიბი ევრო-კავკასიური  უნივერსიტეტის“ წესდების მე-16 მუხლის 21-ე  ქვეპუნქტის, 28-ე და 29-ე მუხლებისა და  უნივესიტეტის  სენატის 2009  წლის 22  მაისის  №8 სხდომის ოქმისა და სენატის  №8 გადაწყვეტილების  საფუძველზე,
ვ   ბ   რ   ძ   ა   ნ   ე   ბ:

1. გამოცხადდეს  ღია კონკურსი  შპს ,,აიბი ევრო - კავკასიურ  უნივერსიტეტში’’ აკადემიურ თანამდებობაზე - სრული პროფესორი.
2.  სრული პროფესორის ვაკანტურ ადგილად განისაზღვროს – 6  ერთეული.  
ა) სამართლის ფაკულტეტი: 
სრული პროფესორი - 1 ადგილი.
ბ)ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი:
სრული პროფესორი - 1 ადგილი, 
გ) სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
სრული პროფესორი - 3  ადგილი,
დ) მედიცინის  ფაკულტეტი:
სრული პროფესორი - 1  ადგილი,

3. უნივესიტეტის სენატის წარდგინებით დამტკიცდეს აკადემიურ თანამდებობაზე   არჩევის პირობები და წესები  დანართი №1 შესაბამისად. 

4. ღია კონკურსი ცხადდება 2009 წლის 19 ნოემბრიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე.  საბუთების წარმოდგენის ვადაა 2009 წლის 31 დეკემბრიდან  2010  წლის  27  იანვრამდე. განცხადებების მიმღები პირია: მარიანა კოპალეიშვილი. საბუთების მიღება წარმოებს შემდეგ მისამართზე:  საქართველო,  ქ. თბილისი პეკინის ქ. №34, 10-დან 18 საათამდე. კონკურსის ჩატარების ვადაა  2010 წლის 12  მარტს. 

5. საკონკურსო კომისიამ ღია კონკურსის შედეგები უნდა გამოაქვეყნოს  2010 წლის 15 მარტამდე.

6. დაევალოს უნივერსიტეტის  კანცელარიას  ამ ბრძანების  გამოქვეყნება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე  და გამოაკრას უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის  უზრუნელყოფის მიზნით.

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე
რექტორი                                                                                   ული როტფუსი


ღია კონკურსის პირობებია:

a) პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს 75 წლამდე პირი, რომელიც აგრეთვე; 
ა.ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი;
ა.ბ) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ა.გ) აქვს გამოქვეყნებული სულ ცოტა 5 სამეცნიერო ნაშრომი;
ა.დ) ფლობს ერთ-ერთ უცხო ენას მაინც და კომპიუტერულ პროგრამებს;  
ა.ე) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს უნივერსიტეტში რეალიზებული საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებულ არანაკლებ 3 და სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებულ არანაკლებ 2 სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს, რომელსაც განიხილავს საკონკურსო კომისია;

b) განცხადებასთან ერთად აკადემიური თანამდებობის დაკავების პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განცხადების ტიპური ფორმა, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას ერთზე მეტ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

კონკურსში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს;
 
  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • დიპლომის/დიპლომების ასლები;
  • ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (არასავალდებულო);
  • აკადემიური ან სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა სერტიფიკატი;
  • ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით საგანმანათლებლო პროგრამა, სილაბუსი/სილაბუსები;
  • CV (ავტობიოგრაფია);