2009 წლის 3 ნოემბერს ბათუმში, საოჯახო მედიცინის ცენტრის ტერიტორიაზე
გაიხსნა აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი
2009 წლის 3 ნოემბერს ბათუმში, საოჯახო მედიცინის ცენტრის ტერიტორიაზე გაიხსნა აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი, რომელშიც მუშაობას დაიწყებს სახელობო და პროფესიული გადამზადების ცენტრი. ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს აჭარაში უმაღლესი პროფესიული და სახელობო განათლების გავრცელებას. იგი ასევე მოემსახურება კვალიფიკაციის გადამზადების პროგრამებს და ევროპაში უკვე საკმაო პოპულარობის მქონე “სწავლებას მთელი სიცოცხლის მანძილზე“, ცენტრში შეისწავლება გერმანული ენა.
ეს არის საკმაოდ ვრცელი და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი, რადგან თავად აიბი ებრო-კავკასიური უნივერსიტეტის დამფუძნებელი და საქართველოში საკუთარი სახელის, შესაბამისად, ინტერესების გამტარებელი არის გერმანული ორგანიზაცია - INTERNATIONALLER BUND. 2007 წლიდან თბილისში, აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის ფარგლებში, ხორციელდება აკადემიური პროგრამები, 2009 წლიდან კი სწვლება დაიწყო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში - “აიბი-მთიები“.თავის ქართველ სტუდენტებსა და სასწავლო კურსების მსმენელებს გერმანული მხარე აძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკა გაიარონ გერმანიის კლინიკებსა თუ, მის ქსელში,ასევე, ბათუმში თავად უმასპინძლებენ გერმანელი სპეციალისტების ჩამოყვანას, ხოლო სურვილის შემთხვევაში, კუსდამთავრებულები გააგრძელებენ სწავლას აკადემიური ხარისხების მოსაპოვებლად.
ბათუმში ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი მოიზიდავს სპეციალისტებს რეგიონის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან . იგი მჭიდროდ ითანამშრომლებს იმ კადრებთან,რომლებიც უკვე არიან დასაქმებულნი აჭარაში, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ეს იქნება თანამშრომლობა, რომელიც უნივერსიტეტთაშორისო დიალოგის ფარგლებში სარგებლობის მომტანი იქნება მთლიანად საზოგადოებისათვის.აჭარაში აიბი ევრო-კავკსიური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ხასიათის საქმიანობა წარიმართება მოსახლეობისათვის მისაღები ფორმებითა და პირობებით.
2009 წლის 3 ნოემბერს აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის გაიხსნის
ამსახველი ფოტოსურათები